თურქული პრესა 10.07.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

767784
თურქული პრესა 10.07.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „სტარ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, ჰამბურგის დიდი ოცეულის სამიტიდან დაბრუნებისას უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. შეეხო კატარის კრიზისსაც და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრით, ორივემ მხარი დაუჭირა საკითხის დიალოგის გზით გადაწყვეტას.

15 ივლისის შემდეგ, კვლავ სურს სპარსეთის ყურის მონახულება. იმედი აქვს, რობ ვიზიტი ხელს შეუწყობს დიალოგის გაზრდას.

განსაკუთრებით ვიზიტს გეგმავს კატარში, კუვეიტსა და საუდის არაბეთში.

გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი  ტილლერსონი, სტამბოლში, შეუერთდა მსოფლიო ნავთობის 22-ე კონგრესს. იგი შეეხო რა, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ, თურქმა ხალხმა გმირულად დაიცვა თავისი სამშობლო და დემოკრატია. აფასებს თურქი ხალხის სიმამაცეს.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-იs ცნობით, გაიმართება 2016 წლის 15 ივლისში დაღუპულების ხსოვნის საპატივსაცემო ცერემონიები. ლოცვით მოიხსენიებენ დაღუპულებს. გაიმართება ეროვნული სოლიდარობის მსვლელობა და დემოკრატიული მორიგეობა. პროგრამებს, პირადად შეუერთდება პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, რომელიც ხვალ მოინახულებს დაღუპულების, ჰალისდემირის და ეროლ ელჩაკის, ასევე მისი შვილის საფლავებს. მათ თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პუტჩის ბედის გამოცვლაში.

 გაზეთი „საბა“-ი ყურადღებას ამახვილებს მსოფლიო ნავთობის 22-ე კონგრესის გახსნით ცერემონიაზე მოხსენებით გამოსული ბერათ ალბაირაკის სიტყვებზე, რომლის ცნობითაც, თურქეთი არის რეგიონული ენერგო პროექტებისთვის საიმედო პარტნიორი და მნიშვნელოვანი აქტივისტი. მხარს უჭერენ მშვიდობის და კეთილდღეობისთვის თავიანთი წვლილის მქონე პროცესს. ამის მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენენ ბაქო-თბილის-ჯეიხანის და ტრანს ანადოლუს ბუნებრივი გაზსადენი. ამგვარ პროექტად განიხილება თურქული ნაკადიც;-თქვა ალბაირაკმა 

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა აიდინის კარაჯასუს რაიონის ბერძნული და რომაული პერიოდისთვის განკუთვნილი, მნიშვნელოვანი ქალაქებიდან აფროდიასი. ისტორიაში, ქალაქის

მნიშვნელოვანი ქალ ღმერთის აფროდიტეს ტაძრით ცნობილმა აფროდიასმა თავისი მნიშვნელობა შეინარჩუნა ჩ.წ.აღ-მდე მეორე ათასწლეულიდან ჩ.წაღ-ის მეეექვსე საუკუნემდე.

 აფროდიასის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანით, ამ სიაში რეგისტრირებული თურქეთის ტაძრების რაოდენობამ მიაღწია 17-ს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები