07. 07.2017 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

766381
07. 07.2017 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „იენი საბაჰ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს პრეზიდენტ ერდოღანის, დიდი სამეულის სამიტისთვის გერმანიის ქალაქ ჰამბურგში წასვლის წინ, თვითმფრინავში, ჟურნალისტებთან გავრცელებულ განცხადებაზე.

მისი განცხადებით, ევრო პარლამენტის თურქეთთან სრული გაწევრიანების შეჩერებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ეს საკითხი არ დგას მის დღის წესრიგში. კალენდარში რომ შეეტანა, იგი მისთვის, მნიშვნელობის მიცემის დანიშნულებას მიიღებდა.

გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, შვეიცარიის კრანს მონტანას დაბა-დასახლებაში, დღეების განმავლობაში მიმდინარე კვიპროსის კონფერენცია, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად,  უშედეგოდ დასრულდა.

5 საათიანი სხდომის შემდეგ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლიმ.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მინისტრის ფარუკ ჩელიკის სიტყვებზე დაყრდნობით, წერს რომ მეფრინველეობის სექტორში ყველაზე მგრძნობიარე საკითხია სანაშენე მასალის განვითარება და მისი უზრუნველყოფა. თურქეთში პირველად მოაშენეს სახორცე ბროილერის ქათამი. გერმანიის, საფრანგეთის და აშშ-ს შემდეგ ამ სექტორში მეოთხე ადგილზეა თურქეთი.

გაზეთი „სტარ“-ი, ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაკის სიტყვებზე, რომელიც ამბობს:-„კიდევ ერთხელ ხდება სტამბოლში ენერგეტიკის მომავლის განსაზღვრა“. ამ კვირის დასასრულს დაიწყება მსოფლიო ნავთობის კონგრესი, რომელსაც შეუერთდება 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, მინისტრი და კომპანიის წარმომადგენელი.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს თურქული ყავის და თაჰმისის ქუჩაზე პირველად, 1871 წლიდან, მისი მწარმოებლის მეჰმედ ეფენდის შესახებ. გაზეთის ცნობით, დღეს 50-ზე მეტი სახელმწიფოშია სუფრების მშვენება თურქული ყავა. თურქული ყავის კომპანიებს თან ახლავს ფილტრები, ესპერანსოს ყავა, კაკაო, რომელიც „თურქული ყავის ნაბორის“ სახით არის ცნობილი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები