თურქული პრესა 06.07.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

765727
თურქული პრესა 06.07.2017

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, 7-8 ივლისისთვის გათვალისწინებული დიდი ოცეულის სამიტის წინ, მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა გერმანიის პრესისთვის.

მკაცრი უარყოფითი რეაქცია გამოთქვა ბერლინის ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ნება არ დართო სამიტის დასრულების შემდეგ გერმანიაში მცხოვრებ თურქებთან მის შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ „ამით გერმანია იკლავს თავს“.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, 9-10 ივლისს თურქეთში ჩამოდის აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი რექს ტილლერსონი. იგი, ჯერ სტამბოლში შეხვდება მაღალჩინოსნებს. აშშ-ის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებით, ტილლერსონი, თანა მეგზურობას გაუწევს გერმანიაში ვიზიტით მყოფ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. 9 ივლისს გაემგზავრება უკრაინის დედაქალაქ კიევში და შეხვდება სახელმწიფოს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.

გაზეთ „საბაჰ“-ი ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაკის სიტყვებზე, რომლის ცნობითაც, წელიწად ნახევრის განმავლობაში, გადამცემების და სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის წარმართულმა დაძაბულმა მუშაობამ ელექტროენერგიაში, რეკორდული მაჩვენებელი გამოავლინა.  3 ივლისს 927.8 მილიონი კვ საათის რეკორდული მაჩვენებლით, პირველად, არ მომხდარა ელექტროენერგიაში არავითარი შემცირება.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ აშშ-ის მიერ გატარებული ზომებით, თვითმფრინავში გაუქმებულ იქნა ელექტრონული ხელსაწყოების აკრძალვა. შიდა და გარე ხაზებში განთავსებულ იქნა სკანერის მოწყობილობები.

პირველი პარტია შეტანილ იქნა ათათურქის აეროპორტში და დაიწყო მისი დამონტაჟება. სკანერი ეს არის რენტგენის სახის მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია სხეულში დამალული ყველანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთის დაფიქსირება.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს ისრაელში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდების ცურვის ჩემპიონატში მონაწილე უმუდ ჯან გურეშის შესახებ, რომელმაც რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი დაიკიდა მკერდზე. იგი ბედნიერად თვლის თავს, რომ დედისთვის მიცემული პირობა შეასრულა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები