თურქული პრესა 03.07.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

763371
თურქული პრესა 03.07.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც სირიის საკითხთან დაკავშირებით ანკარაში ვიზიტებს მოუხშირეს ამერიკელმა და რუსმა ემისრებმა. ასე მაგალითად, გუშინ წინ თურქეთს ჯერ აშშ-ს DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სპეციალური წარმომადგენელი ბრიტ მაკგურლი, გუშინ კი რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოუგუ ეწვია, რომლებიც ერდოღანმა სტამბოლის ჰუბერის სასახლის რეზიდენციაში მიიღო, თუმცა, ამ შეხვედრების შესახებ პრესისათვის რაიმე განცხადება არ გავრცელებულა. ზოგიერთი წყაროებით, თურქეთის არმია სირიის ჩრდილოეთში ევფრატის ფარის სახელწოდების ოპერაციის მსგავსი ახალი ოპერაციისათვის ემზადება და იგი ამჯერად არა დეაშელების, არამედ ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ იქნება მიმართული რა, მთავარი მიზანი კი ქურთების მხრიდან ოკუპირებული სირიული ქალაქ აფრინის და მისი მიდამოების განთავისუფლება იქნება, რაშიც მონაწილეობას მიიღებს სირიის შეიარაღებული ოპოზიციაც, წერს სტარი   

Habertürk-ი თურქეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის, იალჩინ თოფჩუს არა სამოქალაქოებთან შეხვედრას  აშუქებს და წერს, რომ ამ შეხვედრაზე მან მკაცრად დაგმო აშშ-ს და გერმანიის ქმედებები, რომლებიც ერთის მხრივ თურქეთს მოკავშირეობას და ახლო პარტნიორობას ეფიცებიან, ხოლო მეორეს მხრივ ყველანაირ ღია თუ ფარულ დახმარებებს უწევენ თურქეთის მტერ ტერ ორგანიზაციებს, FETÖ-ს, PKK-ს, DHKP-C-ს და ა.შ.

“თურქული სამხედრო ბაზა არ დაიხურება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: როგორც ცნობილია კატარის დიპლომატიურ ბლოკადაში მომქცევმა სპარსეთის ყურის სხვა არაბულმა ქვეყნებმა დოჰას 13 მუხლიანი ულტიმატუმის პაკეტი წარუდგინეს, რომელსაც დღეს ეწურება ვადა და თუ, კატარის ხელისუფლება მას არ მიიღებს, მაშინ, იგი ახალი ეკონომიკური სანქციების პირისპირ დადგება. ამ პაკეტში კატარს, მის ტერიტორიაზე არსებული თურქული სამხედრო ბაზის დახურვასაც სთხოვენ, მაგრამ, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამმედ ბინ აბდურრაჰმან ელ სანიმ განაცხადა, რომ მათთვის წარდგენილი პაკეტი მიუღებელია და არც თურქულ სამხედრო ბაზას დახურავენ    

Hürriyet-ის ეკონომიკური მიმომხილველი მსოფლიო საავტომობილო მრეწველობის სექტორის განვითარებას ეხება და წერს, რომ თურქეთი ამ მხრივ მე -3 სწრაფად მზარდი ქვეყანა გახდა მთელს მსოფლიოში. “2016 წლის ანგარიშით, ყველაზე სწრაფად ირანი, ჩინეთი და თურქეთი განვითარდნენ. ამ განვითარების წყალობით თურქეთი დღეს ავტომობილის მწარმოებლებს შორის მსოფლიოში მე-14, ევროპაში კი მე-5 ადგილზე გადავიდა რა, 2017 წელს ახალ რეკორდს ელიან თურქი ავტომობილ მწარმოებლები“, ხაზს უსვამს ჰურრიეთი

Sabah-ის მიხედვით,  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია 2002 წლის აქეთ საერთაშორისო ვაჭრობის თემაზე სამართლებრივ კონკურსს აწყობს და მასში წელს პირველად მიიღეს რა მონაწილეობა თურქმა სტუდენტმა იურისტებმა,  მათ ამ პირველსავე წელს დიდ წარმატებას მიაღწიეს, რადგან, 79 გუნდის მონაწილე ამ კონკურსში, იმიტირებული სასამართლოს კატეგორიაში ფინალში გავიდნენ და ჰარვარდის უნივერსიტეტის შემდეგ “განვითარებადი ქვეყნის წარმომდგენი ყველაზე საუკეთესო გუნდის" ჯილდო მიიღეს



მსგავსი ინფორმაციები