თურქული პრესა 23.06.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

758494
თურქული პრესა 23.06.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ანკარის დაბა ქაჰრამანქაზანში ფერმერებთან გამართულ იფთარზე ტერორიზმთან ბრძოლის თემაზეც ისაუბრა და დასძინა: „ჩვენს რეგიონში არსებული კრიზისების ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის მსურველები ამას ვერ მიაღწევენ. ტერორისტებს ქვეყნის შიგნით და გარეთ გავანადგურებთ და ამ ბინძურ თამაშს აუცილებლად ჩავშლით. ტენდურეკში, ჯუდიზე, გაბარში, ბესტელერ დერელერში გავანადგურებთ და მან, სანამ ისინი იარას დამარხავენ ჩვენ მათ დავმარხავთ. ასევე ვიზავთ კანდილშიც.“

გაზეთი „ვათანი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „აშშ-მა უკან დაიხია: YPG-ს ყველა იარაღს ჩამოართმევენ“, რომლის თანახმადაც აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს ფიქრი იშიქს წერილი მისწერა. მანამდე აშშ-ს გამოცხადებული ჰქონდა, რომ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება YPG-სთვის მიცემულ იარაღს არ ჩამოართმევდა. ამჯერად კი ამერიკამ უკან დაიხია რის შესახებაც წერილში ნათქვამია: „იარაღის სია თურქეთს გადაეცემა. რაკკას DEAŞ-ისგან გაწმენდის ოპერაციის ბოლოს ყველა იარაღი ჩამორთმეული იქნება.“

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთის შეიარაღებულ ძალების კატარისათვის სამხედრო სწავლების ჩატარებისა და ერთობლივი წვრთნების თანამშრომლობის სამუშაოები დაჩქარდა. დაიწყო სამხედრო სწავლების მწარმოებელი თურქი სამხედროების კატარში გაგზავნა. 25 სამხედროსგან შემდგარი პირველი ნაკადი გუშინ კატარში ჩავიდა. დელეგაციაში 25 სამხედრო და 5 ჯავშანტრანსპორტიორი შედის. სამხედროები, რომლებიც კატარში შესაქმნელ სამხედრო ბაზაზე იმსახურებენ, ტერიტორიის გაცნობისა და გამოცდოლების მისაღებად ინტეგრაციის წვრთნებს ჩაატარებენ. აღნიშნულია, რომ წვრთნის სამიზნე სპარსეთის ყურის არც ერთი ქვეყანა არ იქნება, პირიქით იგი მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას მოემსახურება.

რუსული „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ანდრეი კრუგლოვმა განაცხადა, რომ თურქული ნაკადის მილსადენის პროექტის ორი ხაზის მშენებლობა, სავარაუდოდ 6 მილიარდი დოლარი დაჯდება - წერს გაზეთი „ჰაბერთურქი“. აქვე აღნიშნულია, რომ ხაზებიდან პირველი თურქეთზე გაივლის, მეორე ბუნებრივ აირს ევროპას მიაწვდის. თურქული ნაკადის მილსადენი რუსეთიდან დაიწყება შავ ზღვას გაივლის და თურქეთამდე მივა. დაგეგმილი ორი ხაზის მშენებლობა 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე, რომელიც ბოლო 6 თვის მანძილზე მუდმივად იზრდება, ბაირამი ნაადრევად მოვიდა. წელს 28%-ით გაზრდილი სტამბოლის საფონდო ბირჟა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი ბირჟების რიგში მოხვდა, გუშინ 0.69%-იანი ზრდით 100.72 ქულით დაუხურა და ისტორიული რეკორდი დაამყარა. უცხოელი ინვესტორების ბოლო კვირეებში გაზრდილმა დაინტერესებამაც რეკორდზე გავლენა იქონია. შედეგად ცენტრალური ბანკის მონაცმებით, 16 ივნისით დასრულებულ კვირაში უცხოელებმა სუფთად 1 მილიარდი დოლარის აქციები და ობლიგაციები შეიძინეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები