თურქული პრესა 15.06.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

753187
თურქული პრესა 15.06.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HÜRRİYET-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც კატარის ემირის, შეიხ თამინ ეს სანის ბიძაშვილმა, პრინცმა შეიხ სუჰაიმ ბინ ხალიდ ეს სანიმ თურქეთ-კატარის ურთიერთობა შეაფასა და მას ძმური უწოდა რა, ხაზი გაუსვა, რომ ამ ურთიერთობების გამო დიდ სიამაყეს განიცდის, ამიტომაც ახალ ახალ ინვესტიციებს ჩადებენ თურქეთის ეკონომიკაში. “ამჟამად უდიდესი პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება-გაფართოების საკითხში. ჩვენ თურქეთიდან დიდი ოდენობით შეგვიძლია შემოვიტანოთ კვების პროდუქტები, სამედიცინო  და სამშენებლო მასალები, ხოლო ამის საპასუხოდ თურქეთში ინვესტიციების დაბანდებისათვის ახალ გზებს ვიძიებთ. ამჟამად ერთ თურქულ ფირმასთან კატარში 1,4 მილიარდი რიალის ღირებულების მეფრინველეობის ფერმას ვაშენებთ“, აღნიშნა კატარის პრინცმა, წერს ჰურრიეთი

“თურქეთში მილიონერთა რიცხვი 5 წელიწადში გაორმაგდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას HABER TÜRK-ში და მასში ვკითხულობთ: მსოფლიოს წამყვანი მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა The Boston Consulting Group-მა 2017 წლის გლობალური აქტივების  ანგარიში გამოაქვეყნა რა, მისი მიხედვით 2016 წელს წინა წელთან შედარებით მთელს მსოფლიოში   5,3%-ით გაიზარდა ფიზიკურ პირთა აქტივების ოდენობა და მან მთლიანობაში 166 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამავე ანგარიშით თურქეთში მილიონერთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა, რაც ორჯერ მეტია 5 წლის წინანდელზე და ეს ციფრი 2021 წლამდე 61 ათასამდე გაიზრდება

SABAH-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ თურქეთის ყველაზე დიდმა ოპერატორმა "Turkcell“-მა, რომელიც წარმატებით აგრძელებს სირიელი ლტოლვილი ბავშვებისადმი განათლებისა და კულტურის სფეროებში დახმარების კამპანიას სახელწოდებით, “გამარჯობა იმედო“, გაეროს საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების გაერთიანების მხრიდან დაწესებული “WSIS Prizes 2017“ ჯილდო მიიღო

YENİ ŞAFAK-ი სიმსივნით დაავადებულებს მკურნალობის ახალი, ადგილობრივი მეთოდის გამოგონებით ახარებს და წერს, რომ მედიკამენტების ფირმა "İLKO“-მ და საბანჩის სახელობის უნივერსიტეტის ნანოტექნოლოგიების კვლევითმა ცენტრმა, სიმსივნის მკურნალობის მიზნით, სამამულე წარმოების ბიომსგავსი წამლის განვითარებისათვის SİMAB-ის სახელწოდების პროექტი მოამზადა, რომლითაც მომავალი 4 წლის განმავლობაში ახალ წამალს გამოუშვებენ და ამით თურქეთიც შევა ბიოტექნოლოგიის მსოფლიო ბაზარში

საინტერესოა STAR-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც მსოფლიო მოდების ცნობილმა პროდიუსერმა ჯესიკა მინხ ანმა, რომელიც ცნობილია მსოფლიოს განთქმულ ადგილებში, მათ შორის ეიფელის კოშკზე პოდიუმების ჩატარებით, 26 ივნისს ახალი მოდების ჩვენებას გამართავს აშშ-ს არიზონაში მდებარე კაშხალზე და ამ დეფილეზე მან ცნობილი თურქი მოდელიორი გულნურ გუნეშიც მიიწვია, რომელიც მასზე თავისი მხრიდან დიზაინირებულ 6 კოლექციას წარადგენს  



მსგავსი ინფორმაციები