თურქული პრესა 09.06.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

749144
თურქული პრესა 09.06.1017

მიმოხილვას გაზეთ „Hürriyet“-ით დავიწყებთ, რომელშიც თურქეთის პარლამენტში, კატართან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პარლამენტში ორი დღის წინ თურქეთის შეიარაღებული ძალების დამატებითი შენაერთების კატარში გაგზავნის კანონპროექტი დამტკიცდა. ამის მიხედით კატარის დედაქალაქ დოჰაში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე ჯერ თურქი ჟანდარმები განლაგდებიან, შემდეგ თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავები და სამხედრო გემები. პირველ ეტაპზე თურქეთიდან ყველაზე ადრე ორი თვის განმავლობაში 200-250 სამხედრო უნდა გაიგზავნოს. გუშინ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თურქი სამხედროები რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად მიდიან.  

გაზეთ „Star“-ში  ყურადღებას იპყრობს სტატია, რომლის სახელწოდებაა: „პირველი საბურღი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა კვიპროსის ღია წყლებში სეისმური კვლევების ჩამტარებელი გემები „ბარბაროს ჰაირეთთინ ფაშა“ და  „ბრავო სუპპოტერი“ მოინახულა რა, განაცხადა, რომ თურქეთი მიმდინარე წელს სეისმური კვლევების გემის შეძენას და როგორც ხმელთა შუა, ასევე შავ ზღვაში საბურღი სამუშაოების ჩატარებას დაიწყებს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იტყობინება, რომ გაერომ მსოფლიო ინვესტიციების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თურქეთში, გასულ წელს მიუხედავად მრავალი სირთულეებისა, 12,3 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია  განხორციელდა. იგივე ანგარიშის მიხედვით თურქეთი გასულ წელს  შვიდი საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებით, ყველაზე აქტიურ ქვეყანად დასახელდა.

გაზეთ  „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატის სახელწოდებით, „ლონდონში ერთი გმირი თურქი“ და მასში ვკითხულობთ: ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მომხდარი ტერაქტის დროს, ტერაქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ თურქულ რესტორანში მომუშავე თურქმა, ბირსელ საბრიმ დაშვებულების რესტორანში შეყვანით და მათთვის დახმარების გაწევით  ლონდონის გმირობა დაიმსახურა. 

გაზეთი „Habertürk“-ი წერს, რომ  მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების  სტუდენტებმა  აშშ-ში „მარსის უდაბნოში“ სახელწოდების კონკურსზე, წითელ პლანეტაზე ყველაზე დიდხანს  მოგზაური რობოტის დამზადებაში მიიღეს მონაწილეობა. 13 ქვეყნიდან 82 ჯგუფს  შორის გამართულ კონკურსში, სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა „ALTINAY მარსის მაძიებელი“ სახელწოდების მანქანის დამზადებით მეოთხე ადგილზე გავიდნენ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები