თურქული პრესა 30.05.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

742000
თურქული პრესა 30.05.1017

მიმოხილვას გაზეთ „YENİ ŞAFAK“-ით ვიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთი და გერმანია თავდაცვის სფეროში ახალი თანამშრომლობისათვის ემზადებიან. ინდონეზიის წყალქვეშა გემების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად  გერმანული გემთმშენებელი კომპანია ThyssenKrupp-ი და თურქული თავდაცვის ტექნოლოგიების საინჟინრო და სავაჭრო კომპანია STM ერთობლივად აპირებენ ტენდერში მონაწილეობის მიღებას. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში თურქეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ექსპორტის პროექტი იქნება განხორციელებული. თურქული და გერმანული ფირმა ამ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ინდონეზიისათვის 6 წყალქვეშა გემს აწარმოებენ. პროექტის ფასი კი სამი მილიარდი ევროა.

გაზეთი „STAR“-ი წერს, რომ თურქეთის რელიგიური სამმართველოს ფონდმა, პირველი მუსლიმანებისთვის თავშესაფრის მიმცემი, მეფე ნეგუსის შთამომავლები არ დაივიწყა. ფონდმა ეთიოპიის აფარის რეგიონის ქალაქ ასაიტაში 1500 ოჯახს მარხვის თვესთან დაკავშირებით 40 ტონა სურსათი გადასცა. აღნიშნული ორგანიზაცია 65 ქვეყანაში და 278 რეგიონში მსგავს ღონისძიებებს რამაზანის თვეში ყოველწლიურად ახორციელებს, იტყობინება სტარი.  

გაზეთ „HABER TÜRK“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „ცნობილი ინდური ქორწილების რჩეული ადგილი ანტალია გახდა“ და მასში ვკითხულობთ, ინდოეთის მდიდარი ოჯახები მათთვის ერთგვარ ტრადიციად ქცეულ ქორწილებს თავიანთ ქვეყნის ნაცვლად სხვა ქვეყნებში გადახდას ირჩევენ. ინდურ ზღაპრებს შეხამებული მდიდრული ქორწილების  საზღვარგარეთის ქვეყნებში ჩატარების ადგილიდან  ერთ ერთი თურქეთის საკურორტო ქალაქი ანტალიაა. ინდურ ქორწილებში ყველა ხარჯებს გოგოს ოჯახი იღებს.  

გაზეთი „HÜRRİYET“-ი კულტურის გვერდზე ვიოლონჩელისტ ჩაღ ერჩაღის კონცერტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ვკითხულობთ:  ახალგაზრდა  თურქი მუსიკოსი ჩაღ ერჩაღი 8-9 ივნისს ნიუ იორკში გასამართ „სოლიდარობის კონცერტზე“ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად დასაკვრელად ემზადება. აღნიშნულ კონცერტის საპატიო სტუმრები ვიოლონჩელისტი იო-იო მა და უინტონ მარსალესი იქნებიან, წერს ჰურრიეთი.  

გაზეთი „SABAH“-ი იტყობინება, რომ კინომოყვარულები ახალ სეზონისათვის „ფოსტის ყუთი“ ფილმს იხილავენ, რომლის პრემიერაც  შანხაის მე-20 საერთაშორისო   კინოფესტივალზე გაიმართება. იგი ამ ფესტივალზე წარსადგენად ასობით ფილმს შორის იქნა შერჩეული.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები