26.05.2017. თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

739819
26.05.2017. თურქული პრესა

გაზეთების მიმოხილვას „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ რ.თ. ერდოღანმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევრო საბჭოს თავჯდომარეს დონალდ ტუსკს, ევროკავშირის თავჯდომარე ჯუნკერს, შეხვედრის დროს მეტად მკაცრი გზავნილები მისცა. ევროკავშირის სარდლებთან შეხვედრისას კი, ყურადღება გაამახვილა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ხელახლა გამოცოცხლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთი მარტოა მიტოვებული. მოითხოვა ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერება. ისიც გამოკვეთა, რომ საჭიროა, 2016 წლის მარტში ხელმოწერილი მიგრანტთა შეთანხმების ცხოვრებაში გატარება. შეახსენათ მიგრანტთა  შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებიც.

გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, აშშ-ის ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკკი ჰალეიმ მოინახულა ჰათაის ალთინოზის რაიონში, ბოუნიოღუნუს  დროებითი თავშესაფრის ცენტრი, სადაც 8 ათას 63 სირიელი იმყოფება.  დაათვალიერა ჯანდაცვის ცენტრი, ეწვია მიგრანტთა სკოლას და სათანადო ინფორმაციები მიიღო მოსწავლეებისთვის გამოყოფილი შესაძლებლობების, ცხოვრების პირობების შესახებ. დიდი მოწონება გამოთქვა და თურქ ხალხს მადლობა გადაუხადა სირიელი სტუმრებისთვის გაწეული სამსახურის გამო.  

გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის, თურქეთის სამრეწველო და სასაქონლო ბირჟების (TOBB) 73-ე გენერალური საბჭოს წლისთავზე ადგილობრივი ავტომობილის მოწოდებას, დადებითი პასუხი გასცა თურქეთის სამრეწველო და სასაქონლო ბირჟამ (TOBB) და დაიწყო მუშაობა. მისი თავჯდომარე რიფათ ჰისარჯიკოღლი, საკითხთან დაკავშირებით შეხვდა მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრს ფარუკ ოზლუს, რომელმაც  აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით, კერძო სექტორი იქნება წამყვანი კონტრაქტორი, მაგრამ ზუსტი თარიღის შესახებ საუბარი უფრო გამართლებული იქნება მათთან შეთანხმების მიღების შემდეგ. თუმცა მათი მიზანია 2019 წელში ავტომობილის პირველი მოდელის გამოშვება.

„თურქეთი კვლავ იცავს ინვესტიციის მხრივ მიმზიდველობას“-ასეთი სათაურის სტატიას წერს გაზეთი „საბაჰ“-ი და ყურადღებას ამახვილებს ვაშინგტონში ჩატარებულ თურქეთ-აშშ-ის ბიზნეს საბჭოზე. აღნიშნავს, რომ ინვესტორების საერთო მოსაზრებით, თურქეთი რეფორმებით და ახალგაზრდა მოსახლეობით, მიმზიდველ შესაძლებლობებს სთავაზობს ინვესტორებს.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი კი, წერს:- როგორც გაირკვა, ინგლისის ტერ-აქტში დაღუპული 29 წლის საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტის მარტინ ჰაქან ჰეტტის დედა თურქი ყოფილა.  მანჩესტერში მცხოვრები ჰაქან ჰეტტი ინტენსიურად იყენებდა სოციალურ მედიას და Facebook-ის გვერდში აღნიშნავს, რომ მისი სამშობლოა ანკარაა.

ამერიკელმა მომღერალმა მარია კერიმ კი, ინსტეგრამში გაიზიარა  ჰაქანის სურათი, გადაღებული მაიკით, რომელზეც მარიას სურათია.  აღნიშნა, რომ ძალიან დაამწუხრა მანჩესტერის ტერ-აქტში დაღუპულებს შორის მისი თაყვანისმცემლის სიკვდილმა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები