თურქული პრესა 25.05.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

739031
თურქული პრესა 25.05.2017

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ STAR-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა თურქეთის სავაჭრო პალატათა და ბირჟათა (TOBB) გაერთიანების ყრილობაზე და თურქ მრეწველებს მოუწოდათ, უმოკლეს დროში დაასრულონ მუშაობა სამამულე ავტომობილის წარმოებაზე. ერდოღანის ამ თხოვნას პასუხი გასცა TOBB-ის თავჯდომარე რიფატ ჰისარჯიკლიოღლუმ და განაცხადა: “ოღონდ თქვენი მხარდაჭერა გვქონდეს და თურქულ ავტომობილს აუცილებლად ვაწარმოებთო“, წერს სტარი  

YENİ ŞAFAK-ი წერს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩრდილოეთ სირიის ზოგიერთი რეგიონების DEAŞ-გან განთავისუფლების შემდეგ, აუცილებლობა გახდა ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთი საბაჟო კარის გახსნა და უახლოეს დღეებში ასეთი კარი ალეპოს ოლქში შემავალ ჩობანბეილიში გაიხსნება რა, თურქეთ-სირიას შორის ყველაზე ქმედითი კარები გახდება

SABAH-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ ბინათმშენებლობის სექტორი უკვე ლოკომოტივი გახდა თურქეთის ეკონომიკისა, რასაც ხელი შეუწყო დაბალ პროცენტიანი კრედიტების გაცემამ და საგადასახადო პრივილეგიებმა რა, შედეგად, წინა წლებთან შედარებით ბინების გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის ცნობით,  აპრილის თვეში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7,6%-ით გაიზარდა გაყიდულ ბინათა რაოდენობა და მან 114 ათასს გადააჭარბა. აპრილში იმ უცხოელ მოქალაქეთა რაოდენობაც გაიზარდა, რომლებმაც ბინები თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში შეიძინეს, წერს საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი

“მდგრადი განვითარების ჯილდო ერდემირს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას VATAN-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის რკინა-ფოლადის მწარმოებელმა ერდემირის ქარხანამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის მხრიდან დაწესებული მდგრადი განვითარებისა და მდგრადი ენერგეტიკის კატეგორიაში დაწესებული ჯილდო მიიღო. ამ ქარხანაში ელექტრო ენერგიას ძლიერი წნეხის შედეგად იღებენ და ამის გამო მან სპეციალური ჯილდო თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა  TRT-განაც მიიღო

მეტად საინტერესოა HABER TÜRK-ის კულტურის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. მისი მიხედვით, ინგლისიდან თურქეთის საკურორტო ქალაქ ფეთჰიეში ჩამოსულმა 19 წლის ინგლისელმა მოქალაქემ როსა სპენსერი, რომელიც დაბადებიდან უნარ შეზღუდულია და ვერ დადის, ფეტჰიეს ბაბადაღის მთიდან პარაპლანის პილოტ მუსტაფა ქემალ ოზთუქთან ერთად გადმოხტა და კარგა ხანს იფრინა რა, უვნებლად დაეშვნენ მიწაზე. ასე რომ, სპენსერი, რომელსაც არასოდეს არ მდგარა ფეხზე, პირველი ფრენა განახორციელა და დიდად კმაყოფილი დარჩა



მსგავსი ინფორმაციები