თურქული პრესა 27.04.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

721460
თურქული პრესა 27.04.2017

                                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ერდოღანი თავის სომალელ კოლეგა აბდულლაჰ მუჰამმედ ფარმაჟოს შევდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივად მოწყობილ პრეს კონფერენციაზე თურქმა პრეზიდენტმა დასავლეთი გააკრიტიკა მოშიმშილე სომალელებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაუწევლობაში. “დღეს აფრიკაში მთლიანობაში 14 მილიონამდე ადამიანი შიმშილობს, მაგრამ, მრავალი ზეგანვითარებული სახელმწიფოც კი ყრუის, ბლუის და ბრმის როლს თამაშობს ამ ადამიანური ტრაგედიის წინააღმდეგ. დედამიწაზე, სადაც ბავშვები შიმშილით იღუპებიან, არც მშვიდობა იქნება, არც სტაბილურობა და არც სიმყუდროვე“, განაცხადა ერდოღანმა, წერს საბაჰი  

Star-ი იუწყება, რომ გუშინწინ, თურქმა გამანადგურებლებმა ერაყის სინჯარის რეგიონში და სირიის კარაჩოქის მთებში არსებული პკკ-ას პოზიციები დაბომბეს რა, მრავალ სტრატეგიულ ობიექტთან ერთად 70 სეპარატისტიც გაანადგურეს. ამ თავდასხმის კვალდაკვალ აშშ-მ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა, რასაც ანკარის მხრიდან მკაცრი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ევროინტეგრაციის მინისტრმა ომერ ჩელიქმა საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ნატოს წევრ თურქეთს ერაყში და სირიაში თავშეფარებული პკკ-ას ტერორისტები სისტემატურად ესხმიან თავს და ანკარა იყენებს რა კონსტიტუციური თავდაცვის უფლებას, მის ფარგლებში ახორციელებს დარტყმებს ტერორისტების პოზიციებზე. “აქ შემაშფოთებელი ჩვენი მოქმედება კი არა, არამედ თურქული ფანტომების მხრიდან დაბომბილი ადგილების მოკავშირე და პარტნიორი ამერიკელი სარდლის მხრიდან მონახულებაა შემაშფოთებელი და ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, თუ რა უნდოდა დაბომბილ ადგილებში ამერიკელ სარდალს, თანაც პკკ-ას მაღალჩინოსნებთან ერთად, ვკითხულობთ სტარში   

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დადგენილება პკკ-ას და ფეტოს მხრიდანაა მომზადებული“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Yeni Şafak"-ი და მასში აღნიშნულია: ეუთოს დამკვირვებლების მხრიდან 16 აპრილის რეფერენდუმის ანგარიშის გამოქვეყნების კვალდაკვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც თურქეთის მონიტორინგზე აყვანის დადგენილება გამოიტანა, რამაც ოფიციალური ანკარის დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგან, დადგინდა, რომ ამ სკანდალური დადგენილების ტექსტი PKK-ს და FETÖ-ს ლობისტებმა, თურქეთის მომხსენებლებმა, ინგებჟორ გოდსკესენმა და მარიანნა მიკკომ მოამზადეს. დიახ, ნორვეგიელი გოდსკესენი, 1977 წლის აქეთ მის ქვეყანაში თავშეფარებულ პკკ-ას წევრებს ყველანაირ დახმარებას უწევს, სწორედ მისივე სპონსორობით ქურთმა სეპარატისტებმა ნორვეგიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში 11 დიდი ყრილობა გამართეს. სოციალისტური პარტიის წევრი მიკკო კი ესტონეთში მოქმედი ფეტოელების პირველი მეგობარია და ხშირი კონტაქტები აქვს მათთან რა, ფეტოელების შეკრებებშიც იღებს მონაწილეობას

Vatan-ის კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, რომ აქ სტარტი აიღო წყლის პროდუქტების გამოფენამ სახელწოდებით “Sea Faad“-მა, რომელშიც ფართოდ არის გამოფენილი თურქული ფირმების მიერ წარმოებული ზღვის პროდუქტებიც. ამავე სტატიით, თურქული სტენდი ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს და უკვე რამდენიმე შეთანხმებაც დაიდო თურქულ ფირმებთან. “ამ ბოლო წლებში თურქული საზღვაო პროდუქციის ექსპორტი ევროპაში საგრძნობლად გაიზარდა და შეიძლება ითქვას, რომ ყოველი მეოთხე ევროპელი თურქულ თევზეულს მიირთმევს“, წერს ვათანის ბელგიელი კორესპონდენტი



მსგავსი ინფორმაციები