თურქული პრესა 20.04.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

716957
თურქული პრესა 20.04.2017

                                     

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქმა ხალხმა სახელმწიფო რეჟიმის მხრივ არჩევანი ჯერ კიდევ 1923 წელს გააკეთა, როცა რესპუბლიკურზე გადავიდა და ამიტომ დღეს ამ მხრივ საკამათო აღარაფერია, ხოლო რაზეც ოპოზიცია პრეტენზიას აცხადებს, ის სამთავრობო სისტემის შეცვლაა და არა რეჟიმის და მას ხალხმა 16 აპრილის რეფერენდუმზეც დაუჭირა მხარი. “საარჩევნო ყუთიდან დიქტატორი არ გამოვა, მხოლოდ სამხედრო ამბოხით შეიძლება დიქტატორი მოვიდეს ხელისუფლებაში, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ 15 ივლისს ეს მცდელობაც კრახით დასრულდა და ხალხის კეთილმა ნებამ გაიმარჯვა მაშინაც და კვირის რეფერენდუმზეც“, განაცხადა ერდოღანმა, წერს ვათანი   

Yeni Şafak-ი წერს, რომ რეფერენდუმის შემდეგ თურქეთის არმიამ შეიძლება ახლიდან დაიწყოს საზღვრის იქითა ოპერაციები, რათა მთლიანად გაანადგუროს ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ა, რომელიც ერაყსა და სირიაში თავისუფლად დაჯირითობს. “ქურთ სეპარატისტებს ერაყში 2 და სირიაში კი 1 რეგიონი ჰყავთ კონტროლზე აყვანილი და თურქული არმია უკვე მზადაა, რათა მათ გასაწმენდად ახალი ოპერაცია დაიწყოს ორივე ქვეყანაში და მთლიანად გაახმოს მათი ფესვები“, აღნიშნავს იენი შაფაკი

Star-ის მიხედვით პკკ-ას და ფეტოს ტერ ორგანიზაციებს ყველაზე მეტად ფესვები გერმანიაში აქვს გადგმული, სადაც ისინი თავისუფლად დაჯირითობენ, რადგან, ყველანაირი მხარდაჭერა აქვთ გერმანიის ხელისუფლებისგან. უფრო მეტიც, გერმანია ნამდვილ “სამხედრო ბაზას“ წარმოადგენს ფეტოელებისთვის. ეს უკანასკნელები ტერორისტული ნიღბის დასამალად აქტიურ კულტურულ-ლიტერატურულ  მოღვაწეობას ეწევიან. ასე მაგალითად, ფეტოელებს ე.წ. “გერმანული დიალოგის ჯილდო“  აქვთ დაწესებული და ამ ჯილდოებს ურიგებენ რა გერმანიის ცნობილ საზოგადო და კულტურულ მოღვაწეებს, ასე იქცევენ მათ თავიანთი ზეგავლენის ქვეშ, ხოლო ამის პარალელურად მათი წყალობით ერთის მხრივ ყველანაირ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობას სძლევენ, ხოლო მეორეს მხრივ  ასეთი გერმანელი მოღვაწეების ანტი თურქული განცხადებებით ლახვარს სცემენ თურქეთის საერთაშორისო იმიჯს, ვკითხულობთ სტარში

Sabah-ი იუწყება, რომ ანტალიის მახლობელ საკურორტო ქალაქ ალანიაში ტურიზმის კვირეული ჩატარდა, რომელზედაც იმ უცხოელმა მოქალაქეებმა, რომლებმაც ალანია მუდმივ საცხოვრებლად აირჩიეს, 4 ენაზე ბანერები მოამზადეს წარწერით: “ჩვენ აქ ბედნიერად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს“. მათივე განცხადებით, ალანია ოცნებათა ქალაქს წარმოადგენს და როგორც მეორე სამშობლო, იგი ძალიან უყვართ. ამ ადგილობრივი უცხოელების თქმით, თურქეთი დაბალი ფასით და მაღალი  მომსახურებით  ნამდვილ ტურისტულ სამოთხეს წარმოადგენს და ამ მხრივ მას კონკურენტი არ ჰყავს

Habertürk-ი ინტერვიუს აქვეყნებს სტამბოლის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელ ჰიმმეთ კარადაღთან, რომელიც ამბობს, რომ ახალი პროექტებით საფონდო ბირჟაზე პოპულარული სერიალების მოგებებსაც გაიტანენ გასაყიდად და მათ შორის იქნება თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, TRT-ს პროდუქტი  “Diriliş Ertuğrul“-ი, რომელიც ყოველთვის სარეიტინგო რეკორდს ამყარებს. კარადაღის თქმითვე ამიერიდან საფონდო ბირჟაზე თურქული წარმოების ავტომობილების გაყიდვასაც დაიწყებენ და მისი მოგების მეწილენიც გახდებიან



მსგავსი ინფორმაციები