თურქული პრესა 11.04.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

710053
თურქული პრესა 11.04.1017

მიმოხილვას გაზეთ  „Vatan“-ით ვიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ თურქეთის ფინანსთა მინისტრის ნაჯი აღბალის განცხადებით, 2017 წლის პირველ კვარტალში წარმოება და ვაჭრობა წარმატებულად დაიწყო, ხოლო ეკონომიკის სფეროში მიმდინარე წლის მთავარ წარმატებას 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ ელიან. მისივე თქმით რეფერენდუმის შემდეგ ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიციებს ელოდებიან. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინვესტორი, რომელიც ინვესტიციის ჩადებას აპირებს, მას სულ ცოტა 5-7 წელის სჭირდება, რათა მოგება ნახოს, ამიტომ ელოდებიან ინვესტორები 16 აპრილის რეფერენდუმს და ამიტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციებს აპრილის თვის შემდეგ ელოდებიან.

გაზეთ „Sabah“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „მსოფლიოში ყველაზე დიდი სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობის ნახევარი დასრულდა“ და მასში ვკითხულობთ: სტამბოლის მესამე აეროპორტი დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტი გახდება და   მშენებლობის ნახევარი უკვე დასრულდა. ამ აეროპორტის შესახებ სარეკლამო ფილმი უკვე გადაიღეს, რომელიც ჯერ სოციალურ ქსელებში, ხოლო შემდეგ ტელევიზიებში „ეს ნაშრომი ჩვენია“ (Bu eser hepimizin) სახელწოდებით გავიდა. აღნიშნულ სარეკლამო ფილმში კი ასეთი ტექსტია გამოყენებული: „ჩვენ გულებს და ოცნებებს საზღვარი არ გააჩნია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დიდ ნაშრომების შექმნას დიდი ფიქრი სჭირდება. სწორედ ამ რწმენით ვიმუშავეთ, რათა თურქეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი ჰქონებოდა.“ სტამბოლის მესამე აეროპორტის პირველი ეტაპი 2018 წლის 28 თებერვალს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.   

გაზეთ „Habertürk“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „თურქეთი და სოციალური მედია“ და მასში ვკითხულობთ: Facebook-ი ჩინეთის და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მესამე ყველაზე ხალხმრავალი ვირტუალური „ქვეყანაა“. მსოფლიო ფირმები, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში  ყველაზე მაშტაბურ ექსპორტებს ახორციელებენ და ამ დროს  სწორედ რომ Facebook-ის მეშვეობით უკავშირდებიან ერთმანეთს, რადგან მას საზღვრები არ გააჩნია. თურქეთში კი სიტუაცია ასეთია;  ამჟამად  44 მილიონი Facebook-ის მომხმარებელია და მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდები,  ამიტომ მსოფლიოს წამყვანი ფირმები მიიჩნევენ, რომ კლიენტებთან დაკავშირების უფრო ხელსაყრელ პირობად მიჩნეული სოციალური მედიაა და ამ თვალსაზრისით თურქეთსაც დიდი პოტენციალი გააჩნია.

გაზეთი „Star“-ს მიხედვით ფრანგმა პიანისტმა და კომპოზიტორმა სტეფან ბლეტმა ევროპის თურქეთისადმი დამოკიდებულება გააკრიტიკა. „როდესაც საკითხი თურქეთს ეხება ევროპა ყოველგვარ ღირებულებებს ივიწყებს და ცრუ ინფორმაციების გავრცელებით დაპირისპირებას ცდილობს. სწორედ ამიტომ მრცხვენია ევროპის,“ განაცხადა ბლეტმა. მისივე თქმით ევროპაში ქრისტიანებს და მუსლიმანებს შორის შუღლის ჩამოსაგდებად მედიას იყენებენ, რის გამოც ევროპელებს უკვე მოსწყინდათ ცუდი პოლიტიკოსები.  

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ  გუშინ, სტამბოლის საფონდო ბირჟამ ძლიერი შესყიდვებით 3,1%-ით აიწია საშუალო ინდექსი და დღე, 91 ათას 240 ნიშნულით დაასრულა, მაშინ, როცა წინა დღე, 88 ათას 765 ნიშნულზე ჰქონდა დასრულებული. ეს მისი ბოლო 27 თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ. სპეციალისტების განცხადებით ამის მიზეზი ამერიკული საინვესტიციო ბანკ მორგან სტენლის და საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებია. მათ თურქეთში გასამართი რეფერენდუმის შესახებ, დადებითი ანგარიში გამოაქვეყნეს და ასევე აღნიშნეს, რომ 2017 წლის შემდეგ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ზევითკენ  აიწევს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები