თურქული პრესა 04.04.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

705321
თურქული პრესა 04.04.1017

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Habertürk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ტრაპზონში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „ის ვისაც ჩვენს წმინდა მიწაზე თვალი უჭირავს, მას ამის საფასურს მკაცრად გადავახდევინებთ“. მან ასევე დასძინა: „ბოლო დროს ტერორიზმის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება რა, სამშობლოს დასაცავად დაღუპული სამართალდამცველების ერთი წვეთი სისხლიც კი უქმად არ დაღვრილა. ისინი ვინც ჩვენი ძმობის და ერთად ცხოვრების წინააღმდეგ გამოდიან, ამ მიზანს ვერ მიაღწევენ.“

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ  თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერათა ალბაირაქმა განაცხადა, რომ თურქეთში 16 აპრილს გასამართი რეფერენდუმის შემდეგ, საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის კვალდაკვალ ტერორიზმის დასამარცხებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. მისივე თქმით 16 აპრილი ასევე  ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) საბოლოოდ დასამარცხებლადაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდა, რეფერენდუმში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა.

გაზეთ „Yeni Şafak“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „საზღვარგარეთის ხმებმა ერთ კვირაში 600 ათასს გადააჭარბა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთში გასამართი საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმისათვის ხმის მიცემა საზღვარგარეთ 10 ქვეყანაში უკვე დაიწყო, სადაც იქ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები ხმის მიცემის პროცედურაში ინტენსიურად არიან ჩართული. სპეციალისტების ვარაუდით, თუ ხმის მიცემა ასეთი ინტენსიურობით გაგრძელდება, საბოლოო შედეგები წინაა არჩევნების მონაცემებს გადააჭარბებს.  

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ  გერმანიის მხრიდან მრავალი ფეტოელის მიმართ თავშესაფრის მიცემის შემდეგ, ანკარამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.  15 ივლის ფეტოელების მხრიდან ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ანკარამ გერმანიას მათი წევრების სია გადასცა და თურქეთში ექსტრადაცია მოითხოვა რა, გერმანიამ ისინი ექსტრადაციის ნაცვლად, შეიფარა. ამის საპასუხოდ კი ანკარამ გადაწყვიტა რომ ტერორიზმის გარდა სხვა საკითხებში გერმანიის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობა შეაჩეროს. სწორედ ამის ფარგლებში თურქეთიდან გერმანიაში მხოლოდ ტერ ორგანიზაცია დეაშის შესახებ ინფორმაციები გავა, ხოლო სხვა საკითხებში შეჩერდა.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით  დეაშის შემდეგ ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთა PYD-ში მებრძოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავიანთ ქვეყნებს ემუქრებიან. სირიაში ჩამოყალიბებული ტერ ორგანიზაციები გაკეთებული განცხადებებით მსოფლიო ქვეყნებს ბრძოლის გამოცხადებას უპირებენ. ევროპის და ამერიკის ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ზემოთ ხსენებულ ტერ ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებული, გაკეთებული განცხადებებით ახალი მარქსისტული ტერ ორგანიზაციის შექმნის საშიშროებას ბადებენ.  დასავლეთის ქვეყნები დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ტერ  ორგანიზაცია PKK/PYD-ს მხარს უჭერენ. სწორედ ესაა, რომ დასავლეთის ქვეყნების მსგავსი ქმედება,  მათივე მოქალაქეების ამ დაჯგუფებებში გაწევრიანებას უწყობს ხელს. გარდა ამისა  ზოგიერთი დასავლური მედიასაშუალებებიც მათ მხარეს იჭერენ და ტერორისტების მხარდამჭერ სტატიებს აქვეყნებენ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები