თურქული პრესა 31.03.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

703162
თურქული პრესა 31.03.2017

                                      

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Habertürk-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა ქალაქ მარდინში გამართულ მიტინგზე და შეეხო რა ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წინააღმდეგ წარმოებულ  ანტიტერორისტულ ბრძოლას, სეპარატისტებს მოუწოდათ: ან განიარაღდნენ და დანებდნენ სამართალდამცავებს, ანდა დასტოვონ ქვეყნის ფარგლები, რადგან, ამის მერე მათ ამოსუნთქვის საშუალებას არსად, არც მთებში, არც ბარში, არც ქალაქებში და არც სოფლებში აღარ მისცემენ   

Vatan-ი იუწყება რომ გუშინ, ანკარას პირველად ეწვია აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, რომელიც პრეზიდენტმა ერდოღანმაც მიიღო და  განიხილეს სირიასა და ერაყში DEAŞ-ისა და სხვა ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საკითხები. საუბრის დროს ერდოღანმა სტუმარს აუწყა, რომ დეაშის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიული ფრთის, PYD-ს მონაწილეობით, რადგან, არ შეიძლება ერთი ტერ ორგანიზაცია მეორე ტერ ორგანიზაციით განადგურდეს, რამეთუ იგი რეგიონს ახალ ახალ კონფლიქტებს მოუტანს და ეს რომ თავიდან აცილებულ იქნას, ამისათვის საჭიროა რეგიონში მოქმედი ყველა ტერ ორგანიზაცია განადგურდეს და არც ერთს არ მიეცეს რაიმე პრივილეგია. “ამიტომაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ლეგიტიმური მოთამაშეებით უნდა წარიმართოს“, განაცხადა ერდოღანმა, აღნიშნავს ვათანი

Yeni Şafak-იც აშუქებს ტილერსონის ანკარაში ვიზიტს და წერს, რომ თავის თურქ კოლეგა ჩავუშოღლუსთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს, რომელზედაც ჩავუშოღლუმ თქვა, რომ DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით გაიმარჯვებენ. “დღეს დეაშის წინააღმდეგ ბრძოლაში კოალიციის წევრი 68 ქვეყანა და კიდევ ნატო  იბრძვის, მაგრამ, დღემდე ეს ორგანიზაცია ვერ დავამარცხეთ, იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ სხვა ტერ ორგანიზაციებს ვიყენებთ. ეს ტაქტიკა კი აუცილებლად ახლიდან უნდა გადაიხედოს, ხოლო ამის პარალელურად კოალიციის წევრებსა და მოკავშირეებს შორის უფრო აქტიური კავშირები უნდა დამყარდეს“, განაცხადა ჩავუშოღლუმ, წერს ი. შაფაკი

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის მოახლოებასთან ერთად უცხოეთში თურქეთის წინააღმდეგ მიმართულმა უარყოფითმა ნეგატიურმა აღქმებმა ვერ გამოიტანეს მათთვის სასურველი შედეგები, რადგან, უცხოელმა ინვესტორებმა არაფრად ჩათვალეს ეს უარყოფითი აღქმები და გააგრძელეს თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადება, რის დასტურია ისიც, რომ სექტემბრის აქეთ ეკონომიკური ნდობის ინდექსი 6%-მდე გაიზარდა და უცხოელების მხრიდან ობლიგაციების შესყიდვამ კი 400 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო 6 თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხაზს უსვამს Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველი  

Star-ის მიხედვით კი, უკვე ზედიზედ 7 წელია რაც სტამბოლის აზიურ მხარეში მდებარე საბიჰა გოქჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი “ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტის“ ტიტულს იღებს და ამიტომ ქალაქის მერიამ მისი რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება მიიღო და მისი ახლიდან ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგö სამგზავრო ტერმინალის მოცულობა წელიწადში 6 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება



მსგავსი ინფორმაციები