თურქული პრესა 30.03.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

702316
თურქული პრესა 30.03.2017

                                        

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Habertürk-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც 15 ივლისს პუტჩის მცდელობის  განმხორციელებელი ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს ერთ ერთი ლიდერთაგანი ადილ ოქსუზი მართალია თურქი სამართალდამცავების მხრიდან იმავე დღეს იქნა დაკავებული, მაგრამ, ვითომც და ალიბების უქონლობის გამო, მალევე გაათავისუფლეს, რის კვალდაკვალ მასზე ძიება გამოცხადდა. ახლა დადგინდა, რომ სწორედ იმ დღეებში, კონკრეტულად კი 21 ივლისს, აშშ-ს სტამბოლის მთავარი საკონსულოდან ადილ ოქსუზის მობილურზე დაურეკიათ. ამ საკონსულომ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ძებნილ პირს მართლაც დაუკავშირდნენ, რათა მისთვის ვითომც და ვიზის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მიეცათ. თურქი პრემიერი ბინალი ილდირიმი გამოეხმაურა რა საკონსულოს ამ განცხადებას, თქვა, რომ უფრო დამაკმაყოფილებელ პასუხს ელიან აშშ-ს საკონსულოსგან, წერს ჰაბერთურქი  

Yeni Şafak-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, “ის გერმანული ფონდები, რომლებიც ტერორს უჭერენ მხარს, კონტროლ ქვეშ აიყვანეს“ და მასში ვკითხულობთ: ევროპაში ყველა ანტი თურქული აქციის უკან გერმანული ფონდები დგანან და სწორედ ისინივე ერთის მხრივ მფარველობენ ისეთ ტერ ორგანიზაციებს, როგორებიც არიან FETÖ, PKK და DHKP-C, ხოლო მეორეს მხრივ მათი წარმომადგენლები თურქეთში საჯაშუშო საქმიანობებს ეწევიან. დღესდღეობით თურქეთში 22 უცხოური ფონდი მოღვაწეობს და მათ უმრავლესობას გერმანულები წარმოადგენენ რა, სწორედ მათივე ხელი ურევია თურქეთში განხორციელებულ მრავალ ტერაქტში და თავდასხმებში. ანკარას ამის დამადასტურებელი მრავალი მტკიცებულება აქვს და გერმანული ფონდების წინააღმდეგ შესაბამისი ნაბიჯები 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ გადაიდგმება, აღნიშნავს იენი შაფაკი

Sabah-ი საბერძნეთის ექს პრემიერ-მინისტრის კოსტას სიმიტისის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამჟამინდელ ბერძენ მაღალჩინოსნებს მოუწოდებს, თურქეთის მისამართით რაიმის განცხადებისას უფრო მეტი და სერიოზული ყურადღება გამოიჩინონ. აქ მან იგულისხმა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი პანოს კამმენოსი, რომლის ქმედებასაც, ე.ი. კუნძულ კარდაქზე გადასვლას, ექსპრემიერმა პროვოკაციული უწოდა, რადგან, ამ სადავო კუნძულის გამო უკვე 1996 წელს, მისი პრემიერობის დროს,  ორი ქვეყანა საომარი კონფლიქტის პირისპირ დადგა და ამიტომ მისივე თქმით, საბერძნეთის ახლანდელმა ხელისუფლებამაც ყველაფერი უნდა გააკეთოს,  რათა მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს    

Vatan-ი ეკონომიკურ განყოფილებაში იუწყება, რომ სტამბოლის მე-5 ინსტანციის სავაჭრო სასამართლომ, ონლაინ სასტუმროს დაჯავშნის პორტალის, booking.com-ის საქმიანობა თურქეთში აკრძალა. თურქეთის სამოგზაურო სააგენტოების გაერთიანების (TÜRSAB) ადვოკატებმა უსამართლო კონკურენციის ბრალდებით სარჩელი გახსნეს ხსენებული უცხოური პორტალის წინააღმდეგ და სასამართლომ დააკმაყოფილა ეს სარჩელი. ახლა ელიან რომ სასამართლოს განაჩენის საფუძველზე თურქეთში მოქმედი booking.com-ი უახლოეს დღეებში დაიხურება

Star-ის მიხედვით დღეს, ისლამური სამყაროს სამთვეულის დასაწყისად მიჩნეულ რეღაიბის ღამე აღინიშნება. ეს ღამე მუსლიმებში „წყალობის და პატიების ღამედ“ აღიქმება. თურქეთში და სხვა მუსლიმურ ქვეყნებში ამ ღამესთან დაკავშრებით მეჩეთებში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. სიტყვა რეღაიბი ვედრების აღსრულებას  ნიშნავს და სწორედ მუსლიმანები სამომავლო სურვილების აღსასრულებლად რეღაიბის ღამეს, როგორც საკუთარი თავის და ოჯახის, ასევე სამშობლოს კეთილდღეობისათვის ღმერთისადმი ღვთისმსახურებაში და ვედრებაში ატარებენ.



მსგავსი ინფორმაციები