თურქული პრესა 21.03.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

695776
თურქული პრესა 21.03.1017

მიმოხილვას გაზეთ „VATAN“-ით დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ მსოფლიო მასშტაბით ექსპორტის ვარდნა შეინიშნება, ხოლო თურქეთში იზრდება. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) მიერ ორგანიზებულ თურქეთ-ლუქსემბურგის ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსულმა ზეიბექჩიმ ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელი ექსპორტის წლად აქვთ გამოცხადებული და პირველ რეკორდს მარტის თვის ბოლოს ელიან.

გაზეთი „SABAH“-ი წერს, რომ  თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ბერათ ალბაირაქის მხრიდან  გასული წლის ოქტომბრის თვეში გაცხადებული ათასი მეგავატიან მზის ენერგიის  „გიგანტური პროექტი“, რომელიც ქალაქ კონიის, ქარაფინარის რაიონში უნდა განთავსდეს, ტენდერი გაიმართა და ყველაზე დაბალი შემოთავაზება Kalyon-Hanwha ჯგუფმა შეიტანა. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ 1,3 მილიარდ დოლარიან ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ქვეყანა მზის ენერგიის წარმოების სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.

გაზეთ „YENİ ŞAFAK“-ში ყურადღებას  იპყრობს სტატის სახელწოდებით, „ახალ ზელანდიაში თურქული მემორიალი“ და მასში ვკითხულობთ: ახალი ზელანდიის დედაქალაქ უელინგტონის პუკეჰაუს ეროვნულ პარკში თურქული მემორიალი გაიხსნა.  გახსნის ცერემონიალზე ქვეყნის  ვეტერანთა საქმეების მინისტრმა დევიდ ბენეტმა განაცხადა, რომ ამ მემორიალის გახსნა ორი ქვეყნის ურთიერთობას უკეთესი მომავლისკენ წაიყვანს.

გაზეთი „HÜRRİYET“-ი იუწყება, რომ  თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერი იბრაჰიმ ქალინი პოლიტიკასთან ერთად მუსიკალური ნიჭითაც არის ცნობილი.  მის მიერ გახმოვანებული კვიპროსისადმი მიძღვნილი „ერთი მანდილი ავიღე“ (Bir mendil aldım) სიმღერის კლიპიც გადაიღეს. აღნიშნული კლიპი სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. იბრაჰიმ ქალინმა ადრე, გასული წლის  15 ივლისის მოვლენების დროს დაღუპული შეჰიდებისათვის მიძღვნილ საღამოზეც იმღერა.

გაზეთი „STAR“-ის მიხედვით  თურქული მოდის ინდუსტრიის მსოფლიოსთვის გასაცნობად სტამბოლში, ბეიოღლუს რაიონში Mercedes-Benz მოდის კვირეული დაიწყო. აღნიშნული მოდის კვირეული ხუთ დღეს გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები