თურქული პრესა 20.02.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

675910
თურქული პრესა 20.02.1017

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც, გერმანიაში გამართულ მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იქ მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ  მევლუთ ჩავუშოღლუს ერთ-ერთ პანელზე სიტყვით გამოსვლაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ჩავუშოღლუმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როდესაც ერთი ტერ ორგანიზაციის დამარცხებას,  მეორე ტერ ორგანიზაციის მხარდაჭერით აპირებ, ეს არასწორი ქმედებაა. „ეს აშშ-ს ყოფილი მთავრობის შეცდომა იყო. მათ ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთაYPG-ს იარაღი მიაწოდეს რა, იმ იარაღებიდან ნაწილი პკკ-ს, ნაწილი კიდევ დეაშის ხელში გადავიდა. ისინი იარაღებს ცვლიან. დეაში და YPG ერთმანეთს იარაღს ჰყიდიან. პკკ კი იმ იარაღებს თურქეთში განხორციელებულ ტერაქტების დროს იყენებს. ამერიკა თურქეთის მოკავშირეა, მაგრამ ამ საკითხში რატომაა რომ  იმ შეიარაღებულ დაჯგუფებას  უჭერს მხარს, რომელსაც ანკარა ტერ ორგანიზაციად აღიარებს, ვერ გაგვიგია“ განაცხადა ჩავუშოღლუმ, წერს ჰურრიეთი.   

გაზეთი „Star“-ი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ტერორიზმის წინააღმდეგ კონსენსუსს მივაღწიეთ“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა გერმანიის ქალაქ მიუნხენში  ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის ხელმძღვანელ მესუთ ბარზანისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენები,  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მათ მიერ რეგიონზე მიყენებული ზარალი  იქნა განხილული. ილდირიმმა ბარზანისთან გამართულ შეხვედრაზე ტერორიზმის წინააღმდეგ კონსესუსზე გაამახვილა ყურადღება.  

გაზეთ „Yeni Şafak“-ის მიხედვით,  თურქეთის ლოკომოტივის და ძრავის სამრეწველო ფირმა TÜLOMSAŞ-ი ადგილობრივი დიზელის ძრავიანი TLM6V185 სახელწოდების  ჩქაროსნული მატარებლის წარმოებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია  ქალაქ ესკიშეჰირში ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმედ არსლანმა  ქარხნის მონახულების დროს განაცხადა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სერიული წარმოების შემდეგ აღნიშნული ჩქაროსნულ მატარებელს მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ გამოიყენებენ, არამედ მრავალ ქვეყანაში ექსპორტსაც განახორციელებენ.

 

გაზეთი „Habertürk“-ი  წერს, რომ ცნობილმა თურქულმაKoç Holding-მა და არაბთა გაერთიანებული საემიროს ფირმა Tawazun-მა ერთობლივი ფირმა, Al Jasoor-ი დააფუძნეს რა, მათ არაბთა გაერთიანებული საემიროს შეიარაღებული ძალებისთვის 661 მილიონი დოლარის ღირებულების ჯავშანტრანსპორტიორის წარმოების შესახებ შეთანხმებაც გააფორმეს. Koç Holding-ის გენერალურმა მდივანმა ალი ქოჩმა განაცხადა, რომ მათი ამ სფეროში სამომავლო მიზანი არა მხოლოდ  სპარსეთის ყურის, არამედ სხვა  ქვეყნებშიც ინვესტიციების განხორციელებაა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ  ტურისტულმა წყალქვეშა ხომალდმაNemo Primero“-მ, რომელიც  ანტალიაში  1 აპრილიდან დაიწყებს ოფიციალურ ფუნქციონირებას,  პირველი წყალქვეშა მოგზაურობა განახორციელა. აღნიშნული ტურისტული წყალქვეშა ხომალდი 46 მგზავრიანია. წყალქვეშა ხომალდის ფირმის გენერალურმა დირექტორმა, იუნუს ემრე იავუზიღითმა განაცხადა, რომ ხომალდი 110 მეტრ სიღრმეზე ჩავიდა და მისი მსგავსი მსოფლიოში მხოლოდ შვიდ ქვეყანაში ფუნქციონირებს. აღნიშნული ტურისტული წყალქვეშა ხომალდის მოდერნიზაციას ერთი წელი დასჭირდა და ფირმა 2018 წლისათვის მეორე ხომალდის დამზადებასაც აპირებს. ეს ხომალდი ეგეოსის ზღვაში როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს მოემსახურება.   


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები