თურქული პრესა 10.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

669646
თურქული პრესა 10.02.2017

   

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Habertürk-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ საღამოს, სირიის ქალაქ ელ ბაბთან, რუსულმა ბომბდამშენებმა შეცდომით დაბომბეს აქ DEAŞ-ის წინააღმდეგ მებრძოლი თურქი სამხედროების პოზიცია, რის შედეგადაც 3 ჯარისკაცი დაიღუპა, 11 კი დაიჭრა და მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ ინციდენტის შემდეგ ერდოღანს ტელეფონით დაუკავშირდა რუსი კოლეგა პუტინი და მიუსამძიმრა დაღუპული თურქი ჯარისკაცების გამო, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ერდოღანმა და პუტინმა სირიის საკითხიც განიხილეს, წერს ჰაბერთურქი

“რაკკის განთავისუფლებამდის ჯერ უსაფრთხოების ზონა უნდა შეიქმნას“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: ამერიკა თავის გეგმას ამზადებს სირიის ქალაქ რაკკის დეაშელებისგან განთავისუფლებისათვის და ამ საკითხში არ ეთათბირება რეგიონის ქვეყნებს. ამის საპასუხოდ კი თურქეთმა, სირიის საკითხში თავისი საკუთარი სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლის მიხედვითაც ჯერ ერთი, თურქი ჯარების მხრიდან განთავისუფლებულ ჩრდილოეთ სირიაში ბუფერული ზონა შეიქმნება, ხოლო მეორეს მხრივ თამაშ გარე მდგომარეობაში დარჩება ქურთული ტერ ორგანიზაცია  PKK-ს სირიული განშტოება PYD-ე, ხოლო მესამეს მხრივ DEAŞ-ს ბოლო დარტყა მიეყენება არა რაკკაში, არამედ ტელ აბიადში და ამით ანკარა აიცილებს  ესადის რეჟიმთან შესაძლო კონფლიქტს, ხაზს უსვამს იენი შაფაკი

Sabah-ი წერს, რომ  აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა მაიკ პომპეომ, პირველი უცხოური ვიზიტი ამ თანამდებობაზე თურქეთში განახორციელა და თურქ ლიდერებთან შეხვედრებზე მას გააცნეს სირიის ქალაქ რაკკაზე იერიშისა და მისი განთავისუფლების გეგმა. ამის პარალელურად ანკარამ ვაშინგტონისაგან ქურთული ტერ ორგანიზაციების, PKK-PYD-YPG-სადმი სამხედრო დახმარებების შეწყვეტა და კიდევ, 15 ივლისს პუტჩის მცდელობის  განმხორციელებელ ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს ლიდერის, პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰ გულენის ექსტრადაცია მოითხოვა

Hürriyet-ი აშშ-ს ჰარვარდის უნივერსიტეტში მომუშავე თურქი ასტროფიზიკოსის, დოცენტ-დოქტორ ბულენთ ქიზილთანის წარმატებას ეხება და წერს, რომ მან სამეცნიერო სამყაროს ბოლო 50 წლის ყველაზე საკამათო, ე.წ. "შუალედური მასის" პირველი "შავი ხვრელი" აღმოაჩინა. ეს შავი ხვრელი ათასობით უფრო მეტ მასას, კონკრეტულად კი 2200 მზის მოცულობის მასას შეიცავს. ამ მასებმა საკუთარი სითბოს დახარჯვის შემდეგ მიწის მიზიდულობას ვეღარ გაუძლეს და საკუთარი სიმძიმის ქვეშ შექმნეს შავი ხვრელები რა, დღემდის მეცნიერებმა “პატარა“ და “დიდი“ ხვრელები უკვე აღმოაჩინეს

Vatan-ი ეკონომიკურ გვერდზე მსოფლიო ბანკის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების უფროსის, კირილ მიულერის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი მხარს უჭერს თურქეთის ენერგეტიკულ პოლიტიკას და ამბობს, რომ სწორედ მის ფარგლებში გამოუყვეს აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის საქართველო-თურქეთზე გავლით ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით დაგეგმილი TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისათვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი მზადაა დააფინანსოს თუზგოლის ტბის ქვეშ უდიდესი ბუნებრივი გაზსაცავიც, რომლის წარმადობა წელიწადში 1 მილიარდი კუბური მეტრი იქნება

 



მსგავსი ინფორმაციები