თურქული პრესა 07.02.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

667047
თურქული პრესა 07.02.2017

მიმოხილვას გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც აქტივების ფონდის ინსტიტუტის მონაცემებით, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მსოფლიოში, 7.4 ტრილიონ დოლარზე მეტი საინვესტიციო ფონდები, 2020 წლამდე შესაქმნელ 21 ახალი აქტივების მართვის ფონდთან ერთად, 15 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

მსოფლიო მასშტაბით, 40-ზე მეტ სახელმწიფოში, 80-დე აქტივების ფონდია. ნავთობს დაფუძნებული აქტივების ფონდით, პირველ ადგილზე არიან ნორვეგია, საუდის არაბეთი, კუვეიტი და კატარი.

მაღალი ექსპორტის გამო, ჭარბი ანგარიშით, სასაქონლო ოპერაციების შედეგად ხელთ მოპოვებული ფონდების მქონე ქვეყნებია ჩინეთის, სინგაპურის, ჰონ-კონგის მსგავსი  განვითარებადი ქვეყნები.

2016 წლის მარტიდან, მაშინ როცა, მსოფლიოში 885 მილიარდი დოლარით პირველ ადგილზე იყო ნორვეგია,  მას 813.8 მილიარდი დოლარით მიჰყვა ჩინეთი. თურქეთი, რომელიც მიზნად ისახავს 200 მილიარდ დოლარამდე გაზრდას, უკან მოიტოვებს რა 193.6 მილიარდი დოლარის მქონე სინგაპურის თემასეკის ფონდს, ითვალისწინებს მე-12-ე ადგილზე ასვლას.

 გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, იზრდება ისრაელთან ურთიერთობები, რომელიც 2017 წელში ითვალისწინებს მილიონი ტურისტის მიღებას.

7 წლის შემდეგ, პირველად, ისრაელს ეწვია თურქი კულტურის და ტურიზმის მინისტრი ნაბი ავჯი  და ტელ-ავივში შეუერთდა ტურიზმის ფორუმს. ნაბი ავჯის ცნობით, გაიზრდება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები.  

გაზეთი „საბაჰ“-ი ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაკის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ,  ენერგეტიკაში, უცხოეთთან დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ადგილობრივი ნახშირიდან გამოიმუშავებენ ელექტრო ენერგიას. ანკარის ნალლიჰანის რაიონთან არსებული ჩაირჰანის პროექტი უკვე დასრულდა.  ელექტრო ენერგიის საწარმოო ანონიმური კომპანიის  ელექტრო ენერგიისა და ნახშირის მარაგიანი ტერიტორიების პრივატიზაციის ტენდერში გაიმარჯვა კოლინ-კალიონის ენერგო ფოლადის პარტნიორობის კომპანიამ, რომელიც გააშენებს 800 მეგავატის სიძლიერის ელექტროსადგურს. დააბანდებს 1.1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას.

გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, თურქულმა ფირმამ Yapı Merkezi, აღმოსავლეთ აფრიკის პირველი ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ტენდერში გაიმარჯვა. პროექტით, აფრიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონებიდან დარრუსელამი პროგრესულ წარმატებას მიაღწევს ვაჭრობასა და ტურიზმში.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, თურქეთის ტელეკომ ინტერნაციონალის, მსოფლიოს მნიშვნელოვანი და მაღალი სიმძლავრის წყალქვეშა მონაცემთა კაბელად ცნობილი საერთაშორისო წყალქვეშა ოპტიკური კაბელური სისტემის SEA-ME-WE 5-ის მშენებლობა წარმატებით დასრულდა.  

მარმარისის მშენებლობაში მყოფი სადგურით, თურქეთის ტელეკომ ინტერნაციონალი გიგანტური პროექტით, აზიიდან ევროპაში, 20 ათას კმ-ზე მეტ მანძილზე, 17 სახელმწიფოს დაუკავშირებს ერთმანეთს მაღალი სიმძლავრის ბოჭკოვანი ოპტიკური ხაზით.

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები