თურქული პრესა 20.01.2017

თურქული პრესი მოკლე მიმოხილვა

655693
თურქული პრესა 20.01.2017

თურქული პრესი მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ბეშთეპეს საპრეზიდენტო კომპლექსში გემგებლებთან გამართულ 35-ე შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არავის მისცემენ უფლებას თურქეთს ტერორით, ეკონომიკით, მოღალატური ბანდებით ცუდად მოეპყროს და საფრთხეს სათავეშივე მოსპობენ. მან ასევე დასძინა, რომ პრინცით, ვინც თურქეთის გვერდით არ არის ის მის წინააღმდეგაა, ბრძოლის სფეროებს გააფართოებენ.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, პრემიერმინისტმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ხელისუფლებამ თურქეთის ურთიერთობების გამოსასწორებლად სამი კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგას. ილდირიმმა შემდეგი პირობები წამოაყენა: „პირველი, ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) ლიდერის ფეთულა გიულენის თურქეთში ექსტრადიციისათვის იურიდიული პროცესის დაჩქარება. მეორე, სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-სთან თანამშრომლობის, იარაღის მიწოდებით მხარდაჭერის შეწყვეტა. მესამე, თურქ ხალხს აშშ-ს საკითხზე ძალიან უარყოფითი განწყობა აქვს. ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დროს ეს უარყოფითი განწყობა გაღრმავდა და მის გამოსასწორებლად ველით თვალსაჩინო ნაბიჯების გადადგმას.“

გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, ანკარაში მდებარე ერთ-ერთმა თურქულმა კომპანიამ ნანოტექნოლოგიურმა ფირმამ 10 წლიანი მუშაობის შედეგად შექმნა მიკროსკოპი, რომელსაც შეუძლია ობიექტების ატომებამდე გამოსახულების მოცემა და ამ მიკროსკოპის შეძენა დაიწყო ნასამ. ფირმა ამ მიკროსკოპს ასევე ყიდის იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, პოლონეთში, იტალიასა და საფრანგეთში.   

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ნაბი ავჯიმ განაცხადა, რომ წელს რუსეთთან კულტურულ კავშირებსაც გააფართოებენ - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. აქვე მინისტრი აღნიშნავს: “ანტალიაში რუსულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთთან ერთობლივი სერიალის გადაღების წინადადება წამოვიდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სამინისტრო მათ შუამავლობას გაუწევს. ამ წინადადების ფარგლებში საკითხით დაინტერესებულებს დროდადრო ერთმანეთს ვახვედრებთ.“

და ბოლოს გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ თურქეთის ავიახაზების ახალი სამარკო სახე მსახიობი მორგან ფრიმანი გახდა. ცნობილ მსახიობის მონაწილეობით, რომელიც ამავდროულად პილოტიცაა, გადაღებული სარეკლამო ფილმი 5 თებერვალს ნაჩვენები იქნება ამერიკის სატელევიზიო ისტორიაში ყველაზე ყურებად პროგრამა NFL-ის (ამერიკის ეროვნული ფეხბურთის ლიგა) ფინალზე, რომელსაც თვალყურს 800 მილიონი ადამიანი ადევნებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები