თურქული პრესა 10.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

648068
თურქული პრესა 10.01.2017

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „YENİ ŞAFAK“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის  მხრიდან ანკარაში, გუშინ  დაწყებულ ელჩების მეცხრე კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ერდოღანმა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ტერ ორგანიზაცია ფეტულას და პკკ-ს მიმართ  ამბივალენტური პოლიტიკა გააკრიტიკა. „მაშინ, როდესაც დასავლელები სირიელი ლტოლვილების შეფარვისგანა თავს იკავებენ,  სამაგიეროდ FETÖ-ს და   PKK-ს წევრებს ოქროს ლანგარს სთავაზობენ. ჩემი ენა მათზე მეგობრის წოდების უფლებასაც აღარ მაძლევს. ყველაზე სამწუხარო აქ  ისაა, რომ ასევე იქცევიან ჩვენი მოკავშირე ქვეყნებიც კი,“ განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე დაამატა, რომ მაშინ, როდესაც თურქეთს FETÖ-ს ერთ ერთი   წევრი შავ სიაში ჰყავს შეყვანილი, ის პირი აშშ-ს ერთ ერთ უნივერსიტეტში რექტორად ინიშნება და ამერიკის ასეთ  ქცევას იგი ვერ ეგუება.

გაზეთ „HÜRRİYET“-ის თანახმად, ანკარაში, გუშინ  დაწყებულ ელჩების მეცხრე კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სიტყვით გამოსვლისას ამერიკის ახალი მთავრობიდან მათი იმედების შესახებ განცხადება გააკეთა. „ორი მთავარი მოთხოვნა გვაქვს. პირველი, ფეტო-ს ტერ ორგანიზაციის ლიდერის და სხვა მმართველების დროულად თურქეთში ექსტრადაციაა და მეორე, ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთა YPG-სთან ამერიკელების თანამშრომლობის დასრულებაა.“

გაზეთ „STAR“-ის ცნობით, თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სირიაში „ევფრატის ფარის“ ოპერაციის ფარგლებში სამოქალაქო პირების მიმართ გამოჩენილი სიფრთხილის მიზნით ტერ ორგანიზაცია  DEAŞ-ის სამიზნეების დაბომბვა ლაზერული მართვის ბომბებით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ სოციალურ ქსელ Twitter-ის  ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

გაზეთი „HABER TÜRK“-ი წერს რომ, ამერიკის შეერთებულ შტატების  საჰაერო ძალების  ახალი სასწავლო თვითმფრინავის წარმოების აუქციონზე თურქული ფირმაც უნდა წარსდგეს. თურქული საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის ფირმა თუსაში. (TUSAŞ) ამ აუქციონზე Sierra Nevada Corporation (SNC)-სთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. TUSAŞ-ის  და   SNC-ს მიერ წარმოებული ახალი სასწავლო თვითმფრინავები თურქეთის ავიაციის მომავალზეც იზრუნებენ და ახალ პილოტებს გამოზრდიან.

გაზეთი „SABAH“-ი იუწყება, რომ პაკისტანის  გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, რაჰილ შერიფისაუდის არაბეთის წინამძღოლობით ჩამოყალიბებულ და ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ისლამურ არმიას ჩაუდგა სათავეში. ამის შესახებ ინფორმაცია პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ჰავაჯა ასიფმა განაცხადა. ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ისლამური არმია საუდის არაბეთის მეთაურობით 2015 წლის 14 დეკემბერს ჩამოყალიბდა და მასში თურქეთის ჩათვლით 41 ქვეყანაა გაწევრიანებული.  

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები