თურქული პრესა 30.12.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

640894
თურქული პრესა 30.12.2016

მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც სირიაში, ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლის დამასრულებელი ნაბიჯი გადაიდგა ანკარა-მოსკოვის შეთანხმებით.

დღეიდან, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა სახელმწიფში.პროცესის წარმმართავი ორ გარანტ სახელმწიფოს, თურქეთ-რუსეთს შორის შეიქმნა „წითელი ხაზი“. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვნად ითვლება ყველა მხარემ დაიცვას ცეცხლის შეწყვეტა და ამას, ახლოს დააკვირდებიან რუსეთი და თურქეთი.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი იტყობინება, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, ოფიციალურ ვიზიტად თურქეთში მყოფ კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ თაჯთან ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ სირიელმა ოპოზიციონერებმა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, თურქეთის ძალისხმევით ჩაატარეს შეხვედრები ანკარაში. სწორედ ამ შეხვედრების შედეგად მოხდა სირიის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა.  ჯგუფები, რომლებიც გაეროს ეროვნული უშიშროების საბჭოს მხრიდან ტერ-ორგანიზაციებად არიან გაზიარებულნი, ამ ზავის ფარგლებს გარეთ რჩებიან.

პოლიტიკური პროცესის გამოცოცხლებისთვის, გარანტიორი სახელმწიფოების ფარგლებში, სხდომა ჩატარდება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში და შეხვდებიან ოპოზიციონერ დაჯგუფებებს. მას ექნება ჟენევის პროცესის დამასრულებელი და მხარდამჭერი დანიშნულება.

გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, პრეზიდენტ ერდორანის სიტყვების შემდეგ, რომ ელ ბაბში ვერ ხედავენ აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციისგან საჰაერო მხარდაჭერას, თურქმა ჯარისკაცებმა მხარდაჭერა მიიღეს რუსეთისგან.

თურქეთის შეიარაღებული ძალების და  თავისუფალი სირიის არმიის ევფრატის ფარის ოპერაციას, პირველად შეუერთდნენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები და ელ-ბაბის სამხრეთით, მიზანში ამოიღეს ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ითვის განკუთვნილი სამმართველო ცენტრები და ჯავშან ობიექტები.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი, ხმელეთიდან გააგრძელეს წინსვლა.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა, თურქეთის სამეცნიერო ტექნოლოგიების კვლევითი საბჭოს (TÜBİTAK), 2016 წლის მეცნიერების, საჯაროს, სამსახურის და წამახალისებელი ჯილდოების ცერემონიალზე აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის გლობალური განვითარების პერსპექტივების მოხსენებაში, თურქეთი ჩვენებულ იქნა მაღალი და მდგრადი განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფში. ერდოღანმა დაამატა, რომ თუ განვითარების ტემპი ასე გაგრძელდება, ითვალისწინებს 2030 წლამდე საშუალო შემოსავლიანი სახელმწიფოების  ჯგუფიდან, მაღალ შემოსავლიან ჯგუფში გადასვლას. ისე, რომ თურქეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ.

ჯერ-ჯერობით კი, გარდამავალ პერიოდში არიან. ნურავის ექნება ეჭვი, რომ გადალახავენ ამ პროცესს და გადავლენ უმაღლეს ლიგაში, მიაღწევენ დასახულ მიზანს.

გაზეთი „სტარ“-ი აღნიშნავს, რომ აფრიკის მნიშვნელოვანი სავაჭრო ქვეყნებიდან ჯიბუტს და თურქეთს შორის იზრდება თანამშრომლობა.

ჯიბუტმა, 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 99 წლით გამოუყო თურქ ინვესტორებს. იგი იქნება თურქეთის კერძო ეკონომიკური რეგიონი და იქ დასაქმებული ინვესტორებისთვის ჯიბუტის  მხრიდან გამოიყოფა წამახალისებელი შეღავათები და არ მოეთხოვებათ გადასახადის გადახდა.

თურქეთ-ჯიბუტის ბიზნეს ფორუმზე მოხსენებით გამოსულმა ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ აღნიშნა, რომ თურქეთის კერძო ეკონომიკური რეგიონი ზღვის სანაპიროზეა. ამ ეკონომიკურ რეგიონში წესების დაწესება მოხდება თურქეთის მხრიდან. რეგიონს, კომპანიები გამოიყენებენ  საწყობის და ტექნიკური საქმიანობისთვის.



მსგავსი ინფორმაციები