თურქული პრესა 28.12.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

639348
თურქული პრესა 28.12.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ალ ბაბში DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის პირობის მიმცემმა კოალიციის წევრმა ქვეყნებმა პირობა არ შეასრულეს. ერდოღანმა გვინეას პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: „ჩვენ გვდებენ ბრალს DEAŞ-ის მხარდაჭერაში. ახლა ყველა დაიკარგა. პირიქით, ტერორგანიზაციას DEAŞ-ის ჩათვლით, YPG, PYD მათ უჭერენ მხარს, ძალზე ღიად ჩანს. ყველაფრის ფოტო და ვიდეო დოკუმენტები ხელთ გვაქვს. ასე ან ისე, საქმეს სხვისი დახმარების გარეშე მოვაგვარებთ. გვაყავს დაღუპულები, გვტკივა, მაგრამ უკვე უკან ვერ დავიხევთ, რადგანაც ჩვენ ტერორისგან გაწმენდილი უსაფრთხო რეგიონის პრინციპს განვახორციელებთ.“  

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მეუღლემ ემინე ერდოღანმა მსოფლიო ლიდერების მეუღლეებს სირიის საკითხზე წერილი გაიგზავნა, რომელშიც ნათქვამია: „მაშინ, როცა მსოფლიოს თვალწინ ყველაფერი ეს ხდება, საერთაშორისო საზოგადოების დუმილი და  გულგრილობა წარსულში ბოსნიის და რუანდის მსგავსად კაცობრიობის ისტორიაში შავ ლაქად შევა. როგორც დედა, ქალი და უპირველეს ყოვლისა როგორც ადამიანი სირიაში არსებულ ამ ტრაგედიას თქვენს სინდის ვაბარებ. აქვე აღნიშნულია რომ ვალდებულები არიან სირიისათვის ცრემლის ღვრაზე მეტი გააკეთონ  და მსოფლიოს ქალებს მოქმედების დაწყებისკენ მოუწოდებს.  

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის საკითხზე ანკარასა და თეირანთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გაზრდიან წერს გაზეთი „ჰურიეთი“. ლავროვის განცხადებით, თურქეთთან და ირანთან წარმოებული თანამშრომლობის შედეგად „ალეპო გაათავისუფლეს“, ეს მოვლენა არ მხოლოდ სამხედრო, არამედ ამავდროულად პოლიტიკური მნიშვნელობისაცაა. ლავროვმა ასევე დასძინა, რომ მოსკოვი, ანკარა და თეირანი, დამასკოს ხელისუფლებასა და სირიის ოპოზიციას შორის მომზადებული შეთანხმების დასრულებას უზრუნველყოფს.

გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს ცნობით, ეროვნული ლატარიის ორგანიზაცია წელს ახალი წლის ღამეს მთლიანობაში 348 მილიონ 180 ათას თურქულ ლირას გაათამაშებს. მხოლოდ ახალი წლის ღამეს გასათამაშებელი ამ თანხით თურქეთი მსოფლიოს პირველ 11 ქვეყანას შორის მესამე ადგილზე გავიდა. 630 მილიონიო ევროთი ესპანეთი პირველ, 105 მილიონი ევროთი კი იტალია მეორე ადგილს იკავებენ.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ფრანგმა ასტრონავტმა ტომას პესკემ  ვანის ტბის ფოტო კოსმოსიდან გადაიღო და Twitter-ით გააზიარა. პესკემ აქვე აღნიშნა, რომ „თურქეთის ლამაზი ვანის ტბა ყინულის გულს ჰყავს.“ აღნიშნული ფოტო 300 ათასზე მეტმა გამომწერა მოიწონა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები