თურქული პრესა 19.12.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

633356
თურქული პრესა 19.12.2016

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „ჰურრიეთ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც, პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, მოხსენებით გამოვიდა ტრაპზონში, შენოლ გუნეშის სპორტული კომპლექსის გახსნით ცერემონიაზე. ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა კაისერის ტერ-აქტზე და აღნიშნა, რომ ჩაჰშხამდათ წელიწად ნახევრის განმავლობაში ტერორიზმის წინააღმდეგ წარმართული ბრძოლა. რამდენიც არ უნდა ეცადნენ ტერორისტები, ვერ მოახდენენ ერის გაყოფას და უფრო გაძლიერდებიან.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ გუშინ იყო, კაისერის ტერ-აქტში მოკლული 14 ჯარისკაცის გამოსათხოვარი დღე. იუნუს ემრე დურანის ანკარის აქსექის მეჩეთში გამოსათხოვარ ცერემონიას შეუერთდა პრემიერი ბინალი ილდირიმი, ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლი, ეროვნული მოძრაობის პარტიის ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი. ის მესიჯი კი, რომელიც სწორედ ახლა სჭირდება თურქეთს, გაავრცელა აწ. განსვენებულის მამამ.  იუნუს ემრე დურანს ერთ თვეში უნადა დაესრულებინა სამხედრო ვალდებულება, მაგრამ მუხანათურმა თავდასხმამ გამოასალმა წუთისოფელს. მამამისმა, მისი ცხედარის გატარებისას, ხელი ჩაჰკიდა პრემიერს ბინალი ილდირიმს, ქემალ ქილიჩდაროღლის და წარმოსთქვა:-„სწორედ ახლა ვსაჭიროებთ ერთობას“.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ სამხრეთ აღმოსავლეთელები აღსდგნენ პკკს წინააღმდეგ. გუშინ, ანტალიის, იალოვას, კარაბუქის, საქარიის ჩათვლით, სამოქალაქოებმა დაგმეს სეპარატისტული პკკას ტერ-ორგანიზაცია. საპროტესტო აქცია ჩატარდა სამხრეთ აღმოსავლეთის ჰაქქარის იუქსეკოვას რაიონში. გამყინავი სიცივის მიუხედავად, აქციას შეუერთდა 3 ათასამდე ადამიანი.  ხელში თურქული დროშებით გაავრცელეს ლოზუნგი, „არ მოკვდებიან შეჰიდები, არ გაიყოფა სამშობლო“.

პკკა დაგმობილ იქნა, დიარბექირშიც. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინამძღოლობით,  წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დაღუპულთა ხსოვნას. მსვლელობისას თან ჰქონდათ ხელში, 100 მეტრიანი თურქული დროშა.

გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, თურქეთის, კერძო სექტორის მხრიდან მომზადებულმა უდიდესმა ურბანულმა რეგენერაციის პროექტმა „Piyalepaşa İstanbul“-მა, საერთაშორისო საკუთრების ჯილდოების კონკურსში, ჯერ ევროპის, შემდეგ კი, მსოფლიოს პირველობა მოიპოვა. მიენიჭა მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო შიდა დიზაინის პრემია.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ აშშ-ის წლიურად 18,5 ტრილიონი დოლარი ეროვნული შემოსავლის მიუხედავად, კერძო სექტორის გამოკლებით, გააჩნია 19,9 ტრილიონი დოლარის ვალი. იაპონიის ხელშია ტრილიონ 132 მილიარდი, ჩინეთის, ტრილიონ 116 მილიარდი დოლარის, თურქეთის რეზერვშია 58,3 მილიარდი დოლარის ამერიკული ფასიანი ქაღალდები და ობლიგაციები. აქედან 23,6 მილიარდი დოლარი გრძელვადიან, 34,7 მილიარდი დოლარი მოკლე ვადიან ამერიკულ აქტივად ითვლება. გასული წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 3,6 მილიარდი დოლარის შემცირების მიუხედავად, ამერიკა არის რიგით 23-ე სახელმწიფო, რომელსაც თურქეთის ვალი გააჩნია.

 

 


 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები