თურქული პრესა 16.12.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

631864
თურქული პრესა 16.12.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მაშინ, როდესაც მსოფლიო თვალს ხუჭავს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უდიეს ტრაგედიაზე რაც ალეპოში ხდება, თურქეთმა კიდევ ერთხელ გაუწია დახმარება ჩაგრულებს. პრეზიდენტ ერდოღანის ლიდერობით ანკარის მიერ წარმოებული დიპლომატიით ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხება იქნა მიღწეული, გუშინ კი აღმოსავლეთ ალეპოდან მოსახლების ევაკუაცია დაიწყო. თურქეთმა ალეპოდან წამოსასვლელი 80 ათასი სირიელის უსაფრთხო თავშესაფრისათვის ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა. თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია და საგანგებო სიტუაციათა სამმართველო პირველ ეტაპზე გადმოსასვლელი 10 ათასი ადამიანისათვის იდლიბში კარვების ქალაქს აგებს. მძიმედ დაჭრილების გადმოყვანა და მკურნალობა კი თურქეთში მოხდება.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ის, რაც ალეპოში ხდება მსოფლიოს თვალწინ, კაცობრიობისათვის სამარცხვინოა. მისი თქმით, სირიის საკითხის მოსაგვარებლად უპირველეს ყოვლისა ალეპოს ვითარებაზე კონტროლის დამყარება აუცილებელია. ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ თურქეთი აქტიურად მუშაობს ალეპოს ევაკუაციისათვის და იგი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს პუტინს, გერმანიის კანცლერს მერკელს და ამერიკის პრეზიდენტს ობამას.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში ევროკავშირის მიერ საჭირო ნაბიჯების არ გადადგმის შემთხვევაში თურქეთს არაფერი აქვს დასაკარგი. სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა აღნიშნა: „თუ ჩვენ ვიზის საკითში სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციას საჭირო თანხას არ გადაურიცხავენ, თუ ყველა დადებული პირობა არ შესრულდება თურქეთსაც ექნება ბ და გ გეგმა. არ ვართ ვალდებულები ჩვენ შესახებ მიღებულ ყველა გადაწყვტილებაზე თანხმობა განვაცხადოთ, რადგანაც დღემდე ევროკავშირმა ჩვენ არაფერი შეგვძინა.“

DEAŞ-ის მოწინააღმდეგე კოალიციის ამერიკელმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა სტეფენ თაუნზენდმა თურქეთის ელ ბაბის ოპერაციები და ბაშიკას ბაზა შეაქო - წერს გაზეთი „ჰაბერთურქი“. თაუნზენდმა ელ ბაბის DEAŞ-სგან გათავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თურქეთის ამ საკითში მცდელობას მხარდაჭერა გამოუცხადა და დასძინა, რომ თურქეთის ოპერაციები კოალიციის DEAŞ-თან ბრძოლას არ აზარალებს. მისივე თქმით ბაშიკაში თურქი სამხედროების მეირ გაწვრთნილი მოსულელი ადგილობრივი ნაწილები ერაყის მთავრობის კონტროლის ქვეშ ოპერაციებს ატარებენ და კარგ საქმესაც აკეთებენ.

და ბოლოს გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, სტამბოლის სრუტის ქვეშ გამავალი აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი 14.6 კილომეტრის სიგრძის ევრაზიის გვირაბი 20 დეკემბერს პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მონაწილეობით გაიხსნება. 130 ათასი მანქანა, რომელიც ქიზილჩეშმე-გოზთეფეს შორის გამავალ ორ სართულიან ევრაზიის გვირაბში გაივლის, დიდწილად შეამსუბუქებს ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობას და ამ მონაკვეთის გავლა 100 წუთის მაგიერ 15 წუთში გახდება შესაძლებელი. ამგვარად, ყოველწიურად მილიონობით თურქული ლირის საწვავი დაიზოგება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები