თურქული პრესა 14.12.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

630151
თურქული პრესა 14.12.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HÜRRİYET-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ, სირიის ქალაქ ალეპოს ესადის რეჟიმის ხელში გადასვლის შემდეგ, ქალაქში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტისგან დაცვის მიზნით საქმეში ჩაერია თურქეთი და მან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევინა ოპოზიციასა და ესადის ძალებს შორის. ანკარის შუამავლობით მიღწეული ეს მორატორიუმი პირველ ეტაპზე ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ავტობუსებით ქალაქ იდლიბში გადაყვანას ითვალისწინებს, მეორე ეტაპზე კი ზომიერი ოპოზიცია მსუბუქი იარაღით დატოვებს ქალაქს. ამ შეთანხმებას რუსეთმაც მოაწერა ხელი. ალეპოდან გამოსული მშვიდობიან მოსახლეობისათვის კი თურქეთის  კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველო 80 ათასი ადამიანის ტევადობის  კარვის ქალაქს გააშენებს, წერს ჰურრიეთი

 Star-ი ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხში თურქეთის სახელმწიფო მინისტრისა და მთავარი მომხსენებელის, ომერ ჩელიქის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც მკაცრად გმობს ბრიუსელს ანკარისგან ანტიტერორისტული ბრძოლის კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის გამო. “როცა ევროკავშირი მისთვის ზიანის მომყენებელ რადიკალისტურ ორგანიზაციებზე საუბრობს, მაშინ ავიწყდება პროპორციულობისა და ზომიერების პრინციპი, მაგრამ, როცა საუბარი თურქეთზე და პკკ-ზეა, მაშინ ახსენდება და თურქეთს იმას სთხოვს, რასაც არ ასრულებს თვითონ. ქურთი სეპარატისტები დასავლეთის ამ მხარდაჭერით კი ისე გათამამდნენ, რომ ისინი უკვე ჩვენს ქალაქებში სამოქალაქო პირებზე ახორციელებენ ტერაქტებს და მათგან მარტო მიმდინარე წელს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დავკარგეთ, ამიტომაც არავითარ საკანონმდებლო ცვლილებებზე არ წავალთ და ტერორისტების სრულ განადგურებამდის გავაგრძელებთ ოპერაციებს“, ხაზგასმით განაცხადა თურქმა მინისტრმა, აღნიშნავს სტარი

Hürriyet-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, “თურქეთი ტერორისტების წინააღმდეგ ერთხმად შეიკრა“ და მასში ვკითხულობთ: ქურთი სეპარატისტების მიერ შაბათს, სტამბოლში განხორციელებული ორი ტერაქტის შემდეგ, რასაც 44 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 37 პოლიციელი და 155 კაცი კი დაიჭრა, მთელი თურქეთის მასშტაბით აგორდა ანტიტერორისტული აქციები და თურქეთის სახელმწიფო დროშებით და ალმებით გამოსული დემონსტრანტები მკაცრად გმობენ ტერორისტულ თავდასხმებს და აღნიშნავენ, რომ რა სისხლიანი აქტიც არ უნდა მოაწყონ სეპარატისტებმა, არც თურქი ხალხი და არც მისი ხელისუფლება მაინც არავითარ შემთხვევაში ქედს არ მოუხრიან ტერორისტებს. ყველაზე ხალხმრავლობა კი მაინც შაბათს განხორციელებული ტერაქტის ადგილზეა და ბეშიქთაშის სტადიონის მახლობლად მდებარე ამ ადგილას უწყვეტ ნაკადად მოდიან სტამბოლელები და მისი სტუმრები რა, ყვავილებით რთავენ დაღუპულთა სისხლით მორწყულ ადგილებს  

         Sabah-ი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ბარათ ალბაირაქის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ კვირას იზმირის მახლობელ ალიაღას პორტში ჩამოუშვებს ღუზას LNG-ს თხევადი გაზით სავსე გემი. თურქეთი მოკლევადიან პერსპექტივაში ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოებისა და დივერსიფიცირების საკითხში ყოველდღე ახალ ნაბიჯს დგამს. სწორედ მის ფარგლებში ბუნებრივი აირით სავსე მცურავი ტერმინალი კვირას შემოვა ალიაღას ნავსადგურში და მისი ყოველდღიური მოცულობა 20 მილიონი კუბური მეტრი აირი იქნება.  floating storage and regasification-ად (FSRU) წოდებული ეს მცურავი ტერმინალი პირველი ასეთი გემი იქნება თურქეთში და მას საზეიმო დახვედრას მოუწყობენ, აღნიშნავს საბაჰი

“რუსებმა ინტერნეტში ყველაზე მეტჯერ თურქეთი მოინახულეს“, ასეთი სახელწოდების სტატიას ანთავსებს Yeni Şafak-ი და მასში წერია: World Tourism-ის ფორუმზე სიტყვით გამოსულმა Yandex-ის წარმომადგენელმა მაქსიმ გრიშაკოვმა თქვა, რომ 2016 წლის 10 თვეში რუსი ტურიზმის და მოგზაურობის მოყვარულები  ყველაზე მეტჯერ თურქეთის ტურისტულ საიტებში შევიდნენ და წინა წელთან შედარებით ეს რიცხვი 32 ჯერ გაიზარდა



მსგავსი ინფორმაციები