თურქული პრესა 12.12.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

628459
თურქული პრესა 12.12.2016

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HÜRRİYET-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლის ჰასექის საავადმყოფოში გუშინწინ ღამეს პკკ-ას მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაჭრილი პოლიციელები მოინახულა და ექიმებისგან დეტალური ინფორმაციები მიიღო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ცნობილია ამ ტერაქტს 38 ადამიანი, მათ შორის 30 პოლიციელი ემსხვერპლა, 155 კაცი კი დაიჭრა. ერდოღანმა მალე გამოჯანმრთელება უსურვა დაჭრილებს და თქვა, რომ ბოლო ტერორისტის განადგურებამდის გააგრძელებენ ანტიტერორისტულ ოპერაციებს. მისივე თქმით შეჰიდების სისხლი არ შერჩებათ ტერორისტებს და მათ ათმაგად აანაზღაურებინებენ.   

HABER TÜRK-ი იუწყება, რომ სტამბოლის ტერაქტი ერთობლივი დეკლარაციის გამოქვეყნებით დაგმეს თურქეთის პარლამენტში მოქმედი მმართველი სამართლიანობისა და აღორძინების, ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიისა და ეროვნული მოძრაობის პარტიის ფრაქციებმა. ეს დეკლარაცია ჯერ პარლამენტის გენერალურ სესიაზე იქნა წაკითხული და მიღებული რა, მასში წერია: “სტამბოლის ტერაქტი თურქი ხალხის, მისი ერთიანობის, თურქეთის სახელმწიფოსა და მისი მომავლისადმი მიმართული მუხანათური თავდასხმაა. მაგრამ, მისმა განმახორციელებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ტერაქტებით ვერ მოშლიან თურქი ხალხის ძმობას და ერთიანობას. ამასთან თურქი ძალოვანები მშვიდად უნდა იყვნენ და ბოლომდის შეასრულონ სამშობლოსა და მისი ერთიანობის დაცვის ფიცი. თურქ ძალოვანებს ამ დროს არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ მათ უკან ის თურქი ხალხი დგას, რომელიც ბოლომდის აღმოუჩენს მათ თანადგომას ანტიტერორისტულ ბრძოლაში“

VATAN-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: “პოლიციის გვერდით ვდგევართ“ და მასში ვკითხულობთ: თურქი სპეცნაწილის თანამშრომლებზე სტამბოლში განხორციელებული ტერაქტის კვალდაკვალ სოციალურ მედიაში პოლიციისადმი მხარდაჭერის კამპანია დაიწყო და სოციალური მედიის გამომყენებლებს მოუწოდეს, მკაცრად დაგმონ და ფართო მხარდაჭერა აღმოუჩინონ ამ კამპანიას. “ჩვენი მშვიდობის და მყუდროების, ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი მომავლის დამცველი პოლიციის გვერდზე ვდგევართ და ამ თანადგომას ბოლომდის გამოვიჩენთ“, ასეთი შინაარსის ტექსტით იწვევენ სოციალური ქსელის მომხმარებლებს, აღნიშნავს ვათანი

YENİ ŞAFAK-იც ეხება რა სტამბოლის ტერაქტს, რომელსაც 38 კაცი ემსხვერპლა და 155 კი დაიჭრა, წერს, რომ თურქი ხალხი ერთ მუშტად შეიკრა და ერთხმად დაგმეს ეს ტერაქტი. ერთიანობის და თანადგომა-სოლიდარობის მესიჯები გაავრცელეს პოლიტიკის, მასმედიის, ბიზნეს სამყაროს, სპორტის, მეცნიერებისა და ხელოვნების, არასამთავრობოების წარმომადგენლებმა და მტკიცე კატეგორიულობა მოითხოვეს ანტიტერორისტულ ბრძოლაში. თურქი ხალხისადმი სოლიდარობის და თანადგომის მესიჯების ფართო ნაკადი წამოვიდა ასევე მთელი მსოფლიოდანაც, ხაზს უსვამს იენი შაფაკი



მსგავსი ინფორმაციები