თურქული პრესა 07.11.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

605204
თურქული პრესა 07.11.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა სტამბოლელი მედიკოსების წინაშე და ყურადღება გაამახვილა რა ევროპელების მხრიდან ქურთული სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ასადმი გაწეული მხარდაჭერის მიმართ, თქვა, რომ ევროპა ტერორისტებისადმი ასეთი მხარდაჭერით თავის დასასრულს ამზადებს, რამეთუ, ტერორისტებისადმი მხარდაჭერა ერთ დღეს ბუმერანგივით დაუბრუნდებათ და თვით მათაც დაარტყამთ. “ტერ ორგანიზაციების მიმართ უპრინციპო, არა კეთილსინდისიერი, ფარისევლური დამოკიდებულება ევროპელების მთავარი ხასიათი გახდა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ასე არა ადამიანურად იქცევიან ევროპელები ასევე ლტოლვილების მიმართაც, როცა მთავარი დამნაშავენი და ომის დამწყებები სირიაშიც და ერაყშიც თვით ისინი არიან, თუმცა, ლტოლვილების მიღებაზე უარს ამბობებენ. მოკლედ, ისლამისადმი შუა საუკუნებრივი მტრული დამოკიდებულება ევროპაში ახლიდან ყვავის“, აღნიშნა ერდოღანმა, წერს ჰურრიეთი   

სტარი თურქეთის ფინანსთა მინისტრის ნაჯი აღბალის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ეხება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-ის მხრიდან თურქეთის საკრედიტო ქულის ნეგატიურიდან ახლიდან სტაბილურზე გადაყვანას, ხაზს უსვამს, რომ ამით ხსენებული ორგანიზაციაც აღიარებს ანკარის მხრიდან განხორციელებული სტრუქტურული რეფორმებისადმი ერთგულად დარჩენას, რაც საბოლოო ჯამში თურქეთის ეკონომისადმი ნდობის ამაღლებას და მის პარალელურად უცხოური ინვესტიციების გაზრდას ნიშნავს

ვათანი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის საავტომობილო სექტორმა ბოლო 8 წლის რეკორდი დაამყარა ექსპორტში. მართლაც და ავტომობილების ექსპორტი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8,2%-ით გაიზარდა და მთლიანობაში 18,7%-ს მიაღწია, რაც ციფრების ენით ნიშნავს, რომ უცხოეთში ხსენებულ თვეში   2 მილიარდ 190 მილიონი დოლარის ღირებულების თურქული წარმოების ავტომობილი გაიყიდა, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ამ ციფრმა 19 მილიარდ 270 მილიონი შეადგინა. ამავე სტატიით ყველაზე მეტი ავტომობილი თურქეთმა გერმანიაში გაყიდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე კი იტალია საფრანგეთი მოდიან  

იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი კი წერს, რომ წელიწად ნახევრიანი მოლაპარაკებების კვალდაკვალ თურქეთის საჰაერო ელექტრონიკის მრეწველობის ფირმა  HAVELSAN-მა აშშ-ს ე.წ. სილიკონის ხეობაში მოქმედი  Quantum 3D ფირმის 100%-იანი წილი შეისყიდა. ამით ჰაველსანი გახდა პირველი თურქული ფირმა, რომელმაც ამერიკული ტექნოლოგიური ფირმა შეისყიდა. ჰაველსანის გენერალური დირექტორის აჰმეტ ჰამდი ათალაის თქმით, ამ შესყიდვამ სექტორში მოქმედი სხვა კონკურენტი ფირმების შეშფოთება გამოიწვია

“თურქმა გოგონამ ვაქცინის დაცვის მოწყობილობის შექმნით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა“, ასეთი  სახელწოდების სტატიას აქვეყნებს საბაჰი და მასში ვკითხულობთ: ლიცეუმის მოსწავლე ელიფნაზ შენთურქმა, რომლის მამაც ოჯახის ექიმია და რომელსაც ყოველთვის უჭირდა ვაქცინების დაცვა, ამ უსიამოვნო მდგომარეობიდან გამოიყვანა მამა, რადგან მისმა შექმნილმა “გათბობის და გაგრილების სისტემების გამოყენებით  მრავალ კამერიანმა კომბინაციურმა მოწყობილობამ“, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ტემპერატურას, მსოფლიოს მასშტაბით გამართულ Mostratec-ეს მეცნიერული პროექტების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. ამ კონკურსში მსოფლიოს 21 ქვეყნიდან 400 პროექტი მონაწილეობდა და ლიცეუმის მე-11 კლასის მოსწავლე თურქმა გოგონამ “მასალების ინჟინერიის“ კატეგორიაში მსოფლიო პირველობა მოიპოვა  



მსგავსი ინფორმაციები