თურქული პრესა 03.11.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

602913
თურქული პრესა 03.11.2016

თურქული გაზეთების მიმოხილვას „ჰურრიეთ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც, პრეზიდენტმა რ.თ. ერდორანმა, თურქეთ-აფრიკის ეკონომიკურ და ბიზნეს-ფორუმის გახსნით ცერემონიაზე აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებს გლობალიზაცია გაერთგვაროვნებად მიაჩნიათ და ეკონომიკის გაზრდისთვის ერთად-ერთ გამორჩენად ვარაუდობენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის კრედიტების მაღალ საპროცენტო სესხებს.

ამ დროს კი, თურქეთის და აფრიკის თანამედროვე ისტორია არის ამ სისტემის უარმყოფი და მისი მოწინააღმდეგე ისტორია.  ერდოღანმა, ისიც დაამატა, რომ თურქეთი არის, 93 წლის წინ, განმანთავისუფლებელი ბრძოლის შედეგად, დასავლეთის ქვეყნები კი, 1950 და 1960-იან წლებში წარმართული ანტი კოლონიური პროცესით და დიდი წინააღმდეგობით შექმნილი სახელმწიფოები.  თურქეთმა უარი განაცხადა კოლონიალიზმზე, მეორე კლასის მოქალაქეობაზე. მსოფლიოს ამცნო, რომ არ გახდება მსოფლიოს წყეული ხალხი. აფრიკელებმაც, ზუსტად თურქი ძმების მსგავსად თავისუფლება მოიპოვეს სისხლის და სიცოცხლის ფასად.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ გუშინ, მოსკოვში, თურქეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის და რუსეთის გენ-შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის შეხვედრაზე, დღის წესრიგში ჩადგა სირიაში კონფლიქტის მოგვარება, ალეპოს მდგომარეობის ნორმალიზება, ტერ-ორგანიზაცია დეაშის საფრთხის აცილება და რეგიონში უსაფრთხოების დამყარება. ამ მიზნით საჭიროდ იქნა მიჩნეული ორ სახელმწიფოს შორის კოორდინაციის განვითარება.   

გენ-შტაბის, საკითხთან დაკავშირებით განცხადებაში, შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ  თურქეთის საავტომობილო და კომერციული სატრანსპორტო საშუალებების ბაზარზე გაყიდვები, 2015 წლის პირველ ოთხ წელთან შედარებით, გაიზარდა 57,11 %-ი.

ავტომობილების დისტრიბუტორების ასოციაციის განცხადებით, თურქეთის ავტომობილების და მსუბუქი კომერციული სატრანსპორტო საშუალებების ბაზარზე, 2015 წლის პირველ ოთხ თვეში, წინა წლის იმავე ეტაპთან შედარებით,  საბაზო ეფექტით 57,11 %-იანი ზრდით, გაიყიდა 264.850 ავტომანქანა და გადააჭარბა 2011 წლის რეკორდულ მაჩვენებელს. 2014 წლის პირველ ოთხ თვეში გაყიდული ავტომანქანების რაოდენობა იყო 168.577.

გაზეთი „საბაჰ“-ი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ხელოვნების ყველაზე საუკეთესო ნიმუშების ფორუმი „სტამბოლი  Contemporary“ (თანამედროვე) ტარდება სტამბოლის ლუთფი ქირდარის საერთაშორისო კონგრესის და გამოფენის ცენტრში.

გუშინ სპეციალური მიწვეულებისთვის ჩატარდა წინასწარი ჩვენება. ფორუმს, თურქეთის და მსოფლიოს 10 ათასზე მეტი წამყვანი ხელოვანები შეუერთდნენ.  „Contemporary İstanbul“-ი, რომელშიც მონაწილეობს 20 ქვეყნის 70 გალერეა და 520 მხატვრის 1.500-ზე მეტი ნაწარმოები, ღია იქნება 6 ნოემბრამდე.

 გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ ანტალიაში ტარდება თურქეთის საავიაციო კომპანიის სპონსორობით,  “Turkish Airlines Open 2016”, რომელმაც თავი ერთად მოუყარა მსოფლიოს საუკეთესო გოლფის მოთამაშეებს.  

ტურნირი დაიწყება დღეს და გაგრძელდება 6 ნოემბრამდე. 78  გოლფის მოთამაშე იბრძოლებს 7 მილიონი დოლარის ჯილდოსთვის.



მსგავსი ინფორმაციები