თურქული პრესა 19.10.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

592604
თურქული პრესა 19.10.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანმა, გუშინ, აკადემიური სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში შეეხო ერაყის ქალაქ მოსულის დეაშისაგან განთავისუფლების საკითხს და თქვა, რომ თურქეთი სამხედრო ოპერაციებშიც მიიღებს მონაწილეობას და მოლაპარაკებშიც. “ზოგიერთი სახელმწიფოები ათასობით კმ-ით შორის იმყოფებიან ერაყიდან და მაინც ერევიან მის საქმეებში, ჩვენ კი ერაყთან 350 კმ-იანი საზღვარი გვაქვს და ნუ ერევით მის შიდა საქმეებშიო, გვეუბნებიან, როცა ჯერ ერთი აქედან ხდება ტერორისტების მხრიდან თურქეთზე თავდასხმები და მეორეც, ჩვენ ვინახავთ 10 ათასობით ერაყელ ლტოლვილს და არა ისინი“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა, წერს იენი შაფაკი  

ჰურრიეთი პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ აშშ-ში მყოფმა თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა, არმიის გენერალმა ჰულუსი აქარმა ამერიკელებთან მოლაპარაკებებში თურქული გამანადგურებლების მოსულის განთავისუფლების ოპერაციებში კოალიციის ძალებთან ერთად მონაწილეობის საკითხში შეთანხმებას მიაღწია. ამ შეთანხმების ფარგლებში ყოველდღიურად 2-დან 10-მდე თურქული გამანადგურებელიც დაბომბავს დაეშის სამიზნეებს, ხოლო იმ ოპერაციებში, რომლებშიც დიდი იქნება მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლის რისკი, თურქული თვითმფრინავები არ მიიღებენ მონაწილეობას, აღნიშნა პრემიერმა, წერს ჰურრიეთი

“გაზაფხულზე რეფერენდუმზე წავალთ“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს საბაჰი და მასში ვკითხულობთ: პრემიერმინისტრისა და მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავჯდომარის, ბინალი ილდირიმისა და ოპოზიციური ეროვნული მოძრაობის პარტიის ლიდერის, დევლეთ ბახჩელის ანკარაში შეხვედრის დროს შეთანხმება იქნა მიღწეული საპარლამენტოდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის პროცედურის საკითხში და ამისათვის მომზადებულ საგზაო რუკაშიც. ასე რომ, მისი მიხედვით ამ წლის ბოლომდის პარლამენტს წარედგინება 15 მუხლიანი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომლის კენჭისყრისას ეროვნული მოძრაობის პარტიაც დადებით ხმას მისცემს მას და ამის შემდეგ, სავარაუდოდ გაზაფხულზე უკვე რეფერენდუმი გაიმართება რა, თუ თურქი ამომრჩევლები დადებით ხმას მისცემენ მას, მაშინ, თურქეთი საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადავა, აღნიშნავს საბაჰი   

“SOCAR-ს Petrol Ofisi-ის ყიდვა უნდა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს ჰაბერთურქი ეკონომიკურ გვერდზე და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარს სურს ავსტრიის ნავთობკომპანია OMV-ს კუთვნილი და გასაყიდად გამოტანილი თურქული ნავთობკომპანია Petrol Ofisi-ს წილის შესყიდვა და ამიტომ ისიც მიიღებს მონაწილეობას გამოცხადებულ ტენდერში. სოკარი ამჟამად დიდ ნავთობ ტერმინალს აშენებს სტამბოლის მახლობელ ალიაღაში, რომლის ექსპლოატაციაც 2018 წლისათვისაა გათვალისწინებული და თუ პეტროლ ოფისის წილსაც შეისყიდის, მაშინ, თურქეთში მრავალი ბენზინგასამართი სადგურის მფლობელიც გახდება რა, მათში გაყიდის თავის ნავთობ პროდუქციას

ვათანის ეკონომიკური მიმომხილველის თქმით, უცხოელ ინვესტორებს თურქეთში მარტო სახელმწიფო დავალიანების ტენდერები არ აინტერესებთ, არამედ ისინი დიდი ოდენობით იძენენ ასევე  საბანკო ობლიგაციებსაც და მათმა ასეთმა შესყიდვებმა სექტემბრის თვეში რეკორდს მიაღწია. უფრო მეტიც, ბანკები ევრო ობლიგაციების ექსპორტის რიგებშიც კი ჩადგნენ, რაც თურქეთის ეკონომიკას კიდევ უფრო გამოაცოცხლებს, იმედს გამოთქვამს ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები