თურქული პრესა 19.09.2016

დღევანდელი პრესის მოკლე მიმოხილვა

572821
თურქული პრესა 19.09.2016

 

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ჰაბერთურქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც დღეს თურქეთში 2016-2017 სასწავლო წელი იწყება და მერხებს მიუჯდება რა 18 მილიონამდე მოსწავლე, სკოლები 2017 წლის 9 ივნისს დაიხურება. წელს პირველ გაკვეთილებზე პედაგოგები ყურადღებას გაამახვილებენ 15 ივლისის სამხედრო პუტჩის მცდელობაზე და მოწიწებით მოიგონებენ ამ დღეს დაღუპულთა სულებს. ამ მიზნით კი ყველა მოსწავლეს დაურიგებენ სპეციალურ წიგნს, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული 15 ივლისის რაობა და მნიშვნელობა, აღნიშნავს ჰაბერთურქი

საბაჰის კორესპონდენტი ნიუ ორკიდან იტყობინება, რომ გაეროს მორიგი გენერალური ასამბლეის ეგიდით ამ ქალაქში მყოფი ერდოღანი ყველა თავის შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებს ფეტოს 15 ივლისის პუტჩის მცდელობაზე და დეტალურ ინფორმაციებს მისცემს კოლეგებს და სხვა სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებს ამ პუტჩის შესახებ რა, მათ ამ თემაზე სპეციალურად მომზადებულ წიგნებსაც გადასცემს. ნიუ ორკში მყოფ ერდოღანს შეხვედრები აქვს ასევე დაგეგმილი ამერიკელ ინვესტორებთან, ცნობილ პირებთან, თურქულ და მუსლიმანურ საზოგადოებებთან და ა.შ. წერს საბაჰის კორესპონდენტი

იენი შაფაკის მიხედვით თურქეთში ამ ბოლო წლებში მაღალ დონეზე ვითარდება ასევე ჯანდაცვის ტურიზმიც და ანკარა ამ სექტორიდან 2023 წლისათვის, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის მეასე წლისთავისათვის 20 მილიარდი დოლარის მოგებას გეგმავს, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება მაღალი ტემპით ხდება. ამის ნათელი დასტურია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული ცნობებიც, რომლის მიხედვითაც ბოლო 6 წლის განმავლობაში 5 ჯერ გაიზარდა თურქეთში სამკურნალოდ ჩამოსულ უცხოელ ავადმყოფთა რაოდენობა და მან 600 ათასს მიაღწია, ხოლო მოგებამ კი 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამას კი ხელი შეუწყო ასევე მკურნალობის და ოპერაციების ევროპაზე დაახლოებით 60%-ით სიიაფემ, ასკვნის იენი შაფაკი  

სტარი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი წიაღისეული სიმდიდრის ეფექტურად მოკვლევა-მოპოვება და მოხმარების მიზნით  სამთო მონაცემთა ბანკი შეიქმნება, რომელშიც ამ სექტორიდან ყველანაირი ინფორმაციები შეგროვდება და გაადვილდება კვლევითი და მოპოვებითი სამუშაოები რა, ყველანაირი საქმიანობები საერთაშორისო სტანდარტებზე იქნება

ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ მიმდინარე წელს ჯერ რამაზანის და შემდეგ კურბან ბაირამის 9 დღიან უქმ დღედ გამოცხადებამ გამოაცოცხლა შიდა ტურიზმიც და მათ შედეგად აქტიური დამსვენებელი გახდა 700 ათასზე მეტი ადგილობრივი ტურისტი. გარდა ამისა სექტემბრის დასაწყისში რუსეთმა გააუქმა ჩარტერულ რეისებზე გამოცხადებული აკრძალვაც, რის შედეგად ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტთა ნაკადიც გაიზარდა და კურბან ბაირამობის დღეებში საკმარისად გაივსო სასტუმროები და სხვა ტურისტული ობიექტები, წერს ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი  



მსგავსი ინფორმაციები