თურქული პრესა 29.08.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

561300
თურქული პრესა 29.08.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რ. თ, ერდოღანი ქალაქ გაზიანთეფში 20 აგვისტოს ქორწილში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის სამძიმრის გამოსაცხადებლად და დაშავებულთა მოსანახულებლად გაემგზავრა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 15 ივლისის დემოკრატიის მიტინგზე გამართულ „ერთობისა და ძმობის მიტინგში“, სადაც მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას გაანადგურებენ.

გაზეთი „ჰურიეთი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ამბოხის მცდელობის შემდეგ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა“,  რომლის თანახმადაც, ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) -ს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთისათვის მხარდაჭერის არ გამომცხადებელი ევროპის ქვეყნები ზედიზედ აცხადებენ, რომ „შეცდომა დაუშვეს“. შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ევროკავშირის 15 ივლისის შემდგომი პოზიცია გააკრიტიკა და დასძინა რომ „ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა“. ბილდტი ამ კვირაში ევრიპოს ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან ერთად ანკარას ეწვევა. ვიზიტამდე დელეგაციის ხელმძღვანელმა ბილდტმა თურქეთის მიმართ ევროპის პოზიცია შეაფასა და დასძინა, რომ ამბოხის მცდელობის გამო შემოდგომისათვის დაგეგმილი ვიზიტი წინ გადმოსწიეს და დაამატა, რომ ევროკავშირის უმაღლესი რანგის მმართველები 15 ივლისის გამო თურქეთის პარლამენტს სასწრაფოდ უნდა ეწვიონ მხარდამჭერი ვიზიტით და ასე გამოხატონ თავიანთი რეაქცია. ბილდტის თქმით, ევროკავშირთან შესუსტებული დიალოგის გამოსაცოცხლებელად საჭირო სამუშაოები ჩატარდება.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა ფარუქ ჩელიქმა განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ახალი, დადებითი ეტაპი დაიწყო და ამ ქვეყანაში უმოკლეს დროში აქტიურად დაიწყება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი. ჩელიქის თქმით, მომდევნო, განსაკუთრებით ციტრუსების პერიოდში რამდენიმე თვეში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ექსპორტი ისევ გაიზრდება.

გაზეთი „ჰაბერთურქი“ იუწყება, რომ რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა თურქეთის მიმართულებით ჩარტერული რეისების გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი, რასაც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები სიხარულით შეხვდნენ. სეზონის ბოლომდე თურქეთში 700 ათასი რუსი ტურისტის ჩამოსვლას ელოდებიან. რუსეთმა თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ 24 ნოემბერს რუსული თვითმფრინავის Su-24-ის ჩამოგდების შემდეგ თურქეთთან ჩარტერული რეისები აკრძალა. პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანსა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურ პუტინს შორის 9 აგვისტოს ჩატარებულ შეხვედრაზე იქნა შეთანხმება მიღწეული თურქეთში ჩარტერული რეისების განახლების თაობაზე.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ თურქული ენის საზაფხულო სკოლის პროექტის ფარგლებში იუნუს ემრეს ინსტიტუტმა წელს 46 ქვეყნიდან 450 სტუდენტს უმასპინძლა თურქეთის 16 ქალაქში და ეს პროქტი გუშინ წინ სტამბოლში „თურქული ენის მეორე საერთაშორისო ზეიმით“ დასრულდა. 15 ივლისის ღამეს დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ წარმოდგენაზე უცხოელმა სტუდენტებმა მსოფლიოს თურქულ ენაზე გაუგზავნეს მეგობრობის, მშვიდობისა და სიყვარულის გზავნილები. უცხოელი სტუდენტები 1 თვის მანძილზე 16 ქალაქში უნივერსიტეტებში თურქული ენის საზაფხულო სკოლაში სწავლობდნენ, რომლის დასრულების შემდეგაც ისინი სტამბოლში შეიკრიბნენ და დახურვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ცერემონიას ესწრებოდა კულტურისა და ტურიზმის მინისტრი პროფესორი ნაბი ავჯი, რომელმაც განცხადა, რომ თურქული ენა დიდი ცივილიზაციების შემქმნელი ერის ენაა და იგი გავრცელებისა და გამოყენების კუთხით მსოფლიოს იშვიათი ენებიდანაა, რასაც მეცნიერებიც ეთანხმებიან.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები