თურქული პრესა 26.08.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

559741
თურქული პრესა 26.08.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქული არმიის მხრიდან სირიის ქალაქ ჯერაბლუსზე განხორციელებული ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ამ ქალაქიდან გაძევებულ იქნა რა DEAŞ-ი, მისი კონტროლი სირიის ოპოზიციას გადაეცა, ხოლო შემდეგ ანკარის დაჟინების საფუძველზე მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე გადმოსულმა პკკ-ას სირიულმა განშტოებამ, PYD/YPG-მაც უკან დაიხია და ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში დაბრუნდა, წერს საბაჰი

“ჰოშ გელდინიზ“, ე.ი. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, ასეთი სტატიით ეხმაურება თურქების შესვლას ჯერაბლუსში იენი შაფაკი, რომლის მიხედვითაც ამ შეძახილებით დახვდნენ თურქებს სირიის ოპოზიციური ძალების მებრძოლები და სწორედ მათ ჩააბარეს დეაშის ტერორისტებისაგან გაწმენდილი ჯერაბლუსი. ამავე სტატიით ჯერაბლუსში ჩავიდა ევფრატის ფარის ოპერაციის მეთაური, თურქი გენერალ-მაიორი ზექაი აქსაქალლი და ადგილზე გაეცნო რა ვითარებას, ქალაქზე დეაშელების მხრიდან შესაძლო თავდასხმისაგან თავდაცვის მიზნით ახალი განკარგულებები გასცა

ჰაბერთურქი ეკონომიკის გვერდზე იტყობინება, რომ ანკარა ერაყთან და ირანთან დახურულ საბაჟო კარებებს ახლიდან გახსნის და ამის შესახებ დადგენილებას უკვე ხელი მოაწერა თურქეთის მინისტრთა საბჭომ. გასულ წელს ტერაქტების მომძლავრებასთან ერთად ანკარამ დახურა უზუმლუს და ესენდერეს საბაჟო გამშვები პუნქტები და ახლა ისინი ამ უახლოეს დღეებში ახლიდან დაიწყებენ ფუნქციონირებას, იტყობინება ჰაბერთურქი

ჰურრიეთის მიხედვით საერთაშორისო სამშენებლო სექტორის პოპულარულმა ჟურნალმა Engineering News Record-მა მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 250 მშენებელ-მოიჯარის სია გამოაქვეყნა, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწოებენ და მასში თურქეთიდან 40 ფირმა შევიდა. ასე რომ, თურქმა მშენებელ ინჟინრებმა პირველობა მხოლოდ ჩინელებს დაუთმეს, რომლებთაგანაც ამ სიაში 65 ფირმა შევიდა, ხოლო მესამეზე 39 ფირმით ამერიკა გავიდა

სტარი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ შვეციის ტელეარხ SVT2-ზე თურქული პოპულარული სერიალი "Paramparça"/ნამსხვრევები, ახალი სატელევიზიო სეზონიდან შევა და მისი 100 სერია იქნება ნაჩვენები. ეს იქნება პირველი თურქული სერიალი, რომელსაც გაეცნობიან შვეციელი სერიალის მოყვარულები და ამ ქვეყანაში ხსენებულ სერიალს "Förvaxlingen"/არეულობა ერქმევა. შვეცია ამით მსოფლიოს 50-ე ქვეყანა გახდა, სადაც წარმატებით უჩვენებენ ამ სერიალს, აღნიშნავს სტარი



მსგავსი ინფორმაციები