თურქული პრესა 18.08.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

554330
თურქული პრესა 18.08.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერი მუსტაფა აქინჯი გუშინ ანკარას სტუმრობდა და მას ოფიციალური მიღება მოუწყო თურქმა კოლეგამ ერდოღანმა. მიღებული შეთანხმებით ისინი ერთობლივად შეებრძოლებიან 15 ივლისს პუტჩის მცდელობის  განმხორციელებელ ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელურ სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს. “ჩრდილოეთ კვიპროსმა 21 ივლისს პირველმა აღიარა ფეტულაჰის ორგანიზაცია ტერორისტულად და იგი ამ საკითხში სხვა ქვეყნებისათვის მისაბაძი გახდა“, განაცხადა ერდოღანმა“, წერს ჰაბერთურქი  

იენი შაფაკის მიხედვით მოსკოვი, მომავალ თვეში თეირანის და ანკარის მონაწილეობით სირიის საკითხში სამთა კოორდინაციის შეკრების მოწვევას გეგმავს და ამ სამივე ქვეყნის უპირველესი მიზანია სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამთა ეს საკოორდინაციო შეკრება გაიმართება თურქეთში აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის დასრულების კვალდაკვალ. ამავე სტატიით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი ზოგიერთ სირიელ ოპოზიციურ წარმომადგენლებს შეხვდა და ასეთ შეხვედრებს იგი სექტემბრის პირველი კვირის დასასრულამდის გააგრძელებს

“მზა ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდები თურქეთს ენდობიან“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: თურქეთში მოღვაწე მსოფლიოს ცნობილი ბრენდების, Nike-ს, Adidas-ის, Mango-ს H&M-ს და სხვა მათი მსგავსი 15 ფირმის წარმომადგენლებმა ერთობლივად გავცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ პუტჩის მცდელობის მიუხედავად მათ თავიანთ გეგმებში რაიმე ცვლილებები არ შეუტანიათ, არ აპირებენ თურქეთიდან გასვლას და ჩვეულებრივი გრაფიკით აგრძელებენ მუშაობას. ამ 15 ბრენდის წლიური ბრუნვა თურქეთში 4 მილიარდ დოლარს შეადგენს  

ვათანი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ ქალაქ ბურსას მახლობელ ჰისარის არქეოლოგიურ ველზე მიმდინარე გათხრების დროს ჩ.წ.-ის მე-2 და მე-3 საუკუნეების, ე.ი. რომაული ეპოქის ჰოროსკოპის შემცველი ე.წ. მითრას მოზაიკები აღმოაჩინეს. ამ ჰოროსკოპზე მზე ერთი წლის განმავლობაში 12 დიდ ვარსკვლავთა გუნდის შიგნით გაივლის, ხოლო ამის პარალელურად წელიწადი 12 თვედ და 4 სეზონად იყოფა რა, მოზაიკა მრავალი გეომეტრიული, ცხოველური და ბუნებრივი ფიგურებითაცაა დამშვენებული, მის შუაგულში კი მზის სიმბოლოდ ცნობილი მითრაა გამოსახული და ამიტომ ეძახიან ასე  

ჰურრიეთი იტყობინება, რომ 20 აგვისტოს სტარტს აიღებს "D-marin“-ის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელსაც გახსნის თურქეთის პრეზიდენტის სიმფონიური ორკესტრი და მას დირიჟორობას გაუწევენ იდილ ბირეტი და ენდერ საქფინარი. ეს ფესტივალი 27 აგვისტომდის გაგრძელდება, იუწყება ჰურრიეთი



მსგავსი ინფორმაციები