თურქული პრესა 17.08.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

553563
თურქული პრესა 17.08.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს წლების მანძილზე ექსპლოატაციას უწევდა ელიტა, რომელიც თითქოსდა თავის სამშობლოს იცავდა. ერდოღანმა თურქეთის პალატათა გაერთიანების თავმჯდომარე მეთინ ფეიზიოღლუსა და მასთან ერთად მყოფი დელეგაციის მიღებაზე აღნიშნა: „15 ივლისის ღამეს ისინი არც ერთი არ გამოჩენილან. ისინი, ვინც ტანკებს წინ დაუწვა და იარაღს წინ გადაუდგა, ელიტა კი არა ამ ქვეყნის საშუალო ფენის წამომადგენლები იყვნენ. ერდოღანის თქმით, 15 ივლისის ღამეს 79 მილიონმა ადამიანმა ისტორიული გამოცდა წარმატებით ჩააბარა და დაამატა: „თურქმა ერმა იმ ღამეს მათ, ვისაც ეგონა, რომ ქედს მოახრევინებდა, თავზე ცა დაამხო. არავის აქვს უფლება ამ საამაყო საქციელს ჩრდილი მიაყენოს. ამ ერს მხოლოდ პატივი უნდა სცე.“   

გაზეთი „საბაჰის“ ინფორმაციით, ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის 15 ივლისის მზაკვრული გადატრიალების მცდელობის დროს საჰაერო ძალებში საიდუმლოდ შეპარული ხუნტის წევრი პილოტების გამოყენების თაობაზე მთავრობამ ახალი სამუშაოები დაიწყო. მობილიზაციისა და საგანგებო ვითარების პირობებში თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან თურქეთის ავიახაზებში გადასული 560 პილოტისათვის სამუშაო ბრძანება გამოიცემა. სამოქალაქო ავიაციაში 10%-იანი უცხოელ პილოტთა კვოტაც მოიხსნება. სამოქალაქო ავიაციაში შესაძლო პილოტთა დეფიციტის შევსება კი უცხოელი პილოტებით მოხდება.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა ელტონ ჯონმა 15 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით EXPO 2016 Antalya-ს სააგენტოს სპეციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და დასძენს, რომ გადატრიალების მცდელობა დემოკრატიისა და თავისუფლების მოსპობისათვის მოხდა. „თურქეთში ჩატარებული წინა კონცერტებიდან ვიცი, მომხდარი თურქეთს ჩრდილს ვერ მიაყენებს. 9 სექტემბერს თურქეთში EXPO 2016 Antalya-ში დაგეგმილ კონცერტს დიდი სიამოვნებით ჩავატარებ“ -აღნიშნავს წერილში ელტონ ჯონი და მომხდარს „თავის ტკივილად“ აფასებს.

ბრენდების გაერთიანების ასოციაცია თურქეთში საცალო გაყიდვების ტენდენციას აგრძელებს და უცხოურმა ბრენდებმა მაღაზიების რაოდენობა გაზარდეს - წერს გაზეთი „ჰაბერთურქი“. სტატიის მიხედვით, ბრენდების გაერთიანების ასოციაციის თავმჯდომარემ სამი კარიომ აღნიშნა, რომ თურქეთში როგროც პირდაპირი ინვესტიციით ასევე თურქ პარტნიორებთან ერთად ბაზარზე 17 ჯგუფს 2 ათას 381 მაღაზია აქვს და წლის ბოლომდე გახსნილი მაღაზიების რაოდენობა 90-ს მიაღწევს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობი ვილიამ დეფო დასასვენებლად ოჯახთან ერთად ბოდრუმში ჩავიდა. 61 წლის მსახიობი გუშინ ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ ყველაზე მეტად არაქისიანი ქაბაბი და თალგამის წვენი მოეწონა. დეფომ ბოდრუმში ტურისტული ადგილები დაათვალიერა, რის შემდეგაც გემით მოგზაურობის გასაგრძელებლად დაბა ნავით დატოვა.  

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები