თურქული პრესა 15.08.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

552044
თურქული პრესა 15.08.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ტელეკონფერანსით დაუკავშირდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შექმნის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ გუშინდელ საზეიმო ცერემონიას და თქვა, რომ თურქი ხალხის მოღალატე ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს მხრიდან 15 ივლისს განხორციელებული პუტჩის ანგარიშს მკაცრად მოსთხოვენ და მის ფესვებსაც ამოძირკვავენ.  

ჰაბერთურქი  სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შექმნის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ გუშინდელ საზეიმო ცერემონიაზე პრემიერ ილდირმის გამოსვლას აშუქებს, რომლის თქმითაც თურქი ხალხის ერთიანობას და დემოკრატიას ბოლომდის დაიცავენ, რათა ფეტულაჰის ტერ ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ არ სცადოს სამხედრო ამბოხი და კიდევ ერთხელ არ დაღვაროს უდანაშაულო ხალხის სისხლი, ამიტომაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გააგრძელებენ დემოკრატიის დაცვის მიტინგებს და ყოველთვის იდგმებიან ქვეყნის, ხალხის, სამართლიანობის და დემოკრატიის სადარაჯოზე

ჰურრიეთი აშშ-ს თურქეთში ყოფილი ელჩის ჯეიმს ჯეფრის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ 15 ივლისის სამხედრო ამბოხების მესვეურებს უნდოდათ დემოკრატიული სისტემის დამხობა და მის ადგილზე არალეგალური ორგანიზაციის ხელისუფლებაში მოყვანა. “ვაშინგტონი ანკარისგან დასაბუთებულ მტკიცებულებებს ითხოვს, მაგრამ, ხელთ არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებებიც ნათლად აჩვენებენ, რომ ამ ამბოხის უკან ფეტულაჰის მოძრაობის წევრები დგანან, თუმცა თურქეთმა ამერიკის სასამართლოს მყარი და საფუძვლიანი ფაქტები და მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს, რათა ფეტულაჰელების უკან მდგომი ძალებიც იქნას ამოცნობილი“, აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი

სტარში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: 100 კლარნეტი დემოკრატიისათვის უკრავდა და მასში ვკითხულობთ: მიმდინარე წლის 16-25 სექტემბერს შორის სტამბოლში კლარნეტისტთა რიგით მე-5 ფესტივალი გაიმართება და  მისი რეკლამა პოპულარიზაციის მიზნით სტამბოლის ორთაქოის მოედანზე 100-მა კლარნეტისტმა  სახელმწიფო ჰიმნი დაუკრა. კლარნეტების ხმაზე შეგროვილმა ხალხმა კი ჰიმნის მღერა დაიწყო და ასე ჰარმონიულად დასრულდა სარეკლამო დაკვრა, წერს სტარი

საბაჰი იტყობინება, რომ თურქმა მოქალაქემ გურქან გენჯმა 2012 წელს თავი მიანება სამსახურს და ველოსიპედით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. დღემდე მან უკვე 52 ქვეყანა მოიარა და მრავალი მოულოდნელი თავგადასავლები და ფათერაკები გადახდა თავს. ასე მაგალითად, კორეაში კარავში ძილის დროს იგი გამოაღვიძა ფხენიანის მხრიდან სამხრეთ კორეის მთების დაბომბვამ, იაპონიაში გადასვლის დღეს ამ ქვეყანაში მიძინებულმა ვულკანმა გაიღვიძა, ხოლო იაპონიიდან გამოსვლის დღეს მიწისძვრა მოხდა, მონღოლეთში შესვლისას ქვეყნის ნახევარზე მეტი კარანტინში იყო მოქცეული, ჩინეთში გადასვლისას ეს ქვეყანა ისტორიის ერთ ერთი უდიდეს წყალდიდობას ებრძოდა, რუსეთში კი მეტეორების წვიმა წამოვიდა. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას თურქი ველოსიპედისტი 2020 წელს ანკარაში შემოსვლით დაასრულებს, ხოლო მიღებული დახმარებებითა და შემოწირულობებით იგი სტუდენტებს სტიპენდიებს აძლევთ    



მსგავსი ინფორმაციები