თურქული პრესა 10.08.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

548880
თურქული პრესა 10.08.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გასული წლის ნოემბერში, თურქეთის მხრიდან რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების და მის კვალდაკვალ ორ ქვეყანას შორის გაცივებული ურთიერთობების შემდეგ, გუშინ, სანკ-პეტერბურგში პირველი შეხვედრა მოეწყო პუტინსა და ერდოღანს შორის, რომლის დროსაც წინა პლანზე გამოვიდა ეკონომიური და ენერგეტიკული ურთიერთობები. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსული ბუნებრივი აირის თურქეთის გავლით ევროპაში მიმწოდებელი სამხრეთ დერეფნისა და ადანის მახლობელი აქქუის ბირთვული სადგურის მშენებლობისათვის ერთობლივი საინვესტიციო ფონდი შექმნან, ახლიდან დაიწყოს ორ ქვეყანას შორის როგორც განრიგიანი, ასევე ჩარტერული საჰაერო რეისები, უვიზო მოგზაურობები, ხოლო ორი ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა კი უახლოეს წლებში 100 მილიარდ დოლარამდე აიყვანონ

ერდოღანის რუსეთში ვიზიტს ეხება ჰაბერ თურქი სტატიაში, რომლის სახელწოდებაც არის, “მსოფლიოს ყურადღება სანკ პეტერბურგისკენ იყო მიპყრობილი“ და მასში ვკითხულობთ: გუშინ, მთელი ევროპის და ამერიკის ყურადღება ერდოღან-პუტინის შეხვედრისკენ იყო მიპყრობილი. ეს იყო 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქი პრეზიდენტის პირველი უცხოური ვიზიტი უცხოეთში და მან უმაღლეს დონეზე ჩაიარა.  ტელეარხ CNN-ის თქმით მოსკოვ-ანკარას შორის 9 თვიანი ცივი ურთიერთობები ახლიდან დათბა და ლიდერებმა ამ ურთიერთობების უმაღლეს დონეზე აყვანის შეთანხმება მიიღეს. ინგლისური BBC-ი ხაზს უსვამს, რომ თურქეთში 15 ივლისს მომხდარი სამხედრო ამბოხი არ დაგმეს და თურქეთის მთავრობის გვერდზე არ დადგნენ დასავლეთელები, როცა პუტინი მეორე დღესვე ტელეფონით დაუკავშირდა ერდოღანს და სრული მხარდაჭერა აღუთქვა მას

ჰურრიეთი იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაღის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ 15 ივლისის პუტჩის მცდელობა არა მხოლოდ არმიაში მოკალათებულმა ფეტოელებმა მოახდინეს, არამედ პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში, საჯარო დაწესებულებებში და არასამთავრობოებში მომუშავე პირებმაც   

საბაჰის მიმომხილველი წერს, რომ დასავლეთში მძლავრი ანტი თურქული და მმართველი პარტიის საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს, ხოლო მის გასაბათილებლად თურქეთი 7 ივლისს, სტამბოლის იენიკაფის მოედანზე ჩატარებულ გრანდიოზულ მიტინგს გამოიყენებს და მასში მონაწილე მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერების ერთობლივი ფოტოებით გასცემენ პასუხს ამ კამპანიებს. იენიკაფის მიტინგით ანკარამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა დასავლეთს, რომ დიდ-პატარა, მმართველ-ოპოზიციონერიანად ხელისუფლების გვერდზე დგანან და არ დაუშვებენ ამ ხელისუფლების არა კანონიერი გზებით დამხობას

იენი შაფაკი ეკონომიკურ გვერდზე თურქეთის სტატისტიკური დეპარტამენტის მონაცემებს უთმობს ადგილს და მისი მიხედვით, მიმდინარე წლის 5 თვეში თურქეთში წარმოებული ტრაქტორების ექსპორტი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა, ე.ი. უცხოეთში გაიყიდა 27 ათასამდე ტრაქტორი და ამ ციფრით თურქეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზე გავიდა

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები