თურქული პრესა 05.08.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

545502
თურქული პრესა 05.08.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც სტამბოლის პირველი სისხლის სამართლის სასამართლომ ფეტჰულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს დამფუძნებლის და ლიდერის ფეტჰულაჰ გულენს, 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობის მითითების გაცემის გამო დაკავების განჩინება გამოუტანა. ამ განჩინების მიხედვით 15 ივლისის პუტჩის მცდელობა  FETÖ/PDY-ს ხელმძღვანელობით და მისი წევრების მონაწილეობით განხორციელდა

“ფეტოს სკოლები იხურება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: FETÖ/PDY-ს ხელმძღვანელობით 15 ივლისს განხორციელებული წარუმატებელი პუტჩის მცდელობის კვალდაკვალ ხელისუფლებამ დაიწყო თურქეთში მოქმედი ფეტჰულაჰის სკოლების სასწავლებლების და უნივერსიტეტების დახურვა, ხოლო ამის პარალელურად ანკარა აქტიურ საგარეო დიპლომატიასაც წარმართავს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი ფეტოს სკოლებიც დაიხუროს. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები აზერბაიჯანმა, პაკისტანმა და სომალიმ გადადგეს რა, დახურეს მათ ტერიტორიებზე მოქმედი ყველა ასეთი სკოლა. დღეს დღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით  170 სახელმწიფოში გულენის 1000-მდე სკოლა მოქმედებს   და მათგან ყველაზე მეტი, 140 სკოლა აშშ-ია, წერს საბაჰი   

სტარის მიხედვით სტამბოლის ყველაზე უდიდესი, იენიკაფის მოედანი მზადაა 7 აგვისტოს დემოკრატიისა და შეჰიდთა ხსოვნის მიტინგისათვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური პარტიებიც და ეს იქნება თურქეთის ისტორიაში ჩატარებული ყველაზე უდიდესი მიტინგი, რადგან მასზე რამდენიმე მილიონ კაცს ელიან და ამით ბოლო წერტილი დაესმება 15 ივლისის აქეთ დაწყებულ სერიულ მიტინგებს. გავრცელებული ინფორმაციებით ყველანაირი მზადება იენიკაფიში დასრულებულია და ამ დღეს სტამბოლის ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ გადაიყვანს მგზავრებს. მიტინგის ტერიტორიაზე გაძლიერებული უსაფრთხოების დაცვას ათასობით პოლიციელი მოემსახურება, ხოლო ამის პარალელურად მოედანზე ჯანდაცვის და სახანძრო რაზმის ათასობით პერსონალიც იქნება მობილიზებული  

იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველის თქმით, 15 ივლისის პუტჩის მიუხედავად უცხოელი ინვესტორების ინტერესი არ შენელებულა თურქეთის მიმართ, პირიქით, შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ მოიმატა კიდეც. ასე მაგალითად, ამ დღეებში ავტომობილების ძრავების მწარმოებელმა მსოფლიო გიგანტმა, იაპონურმა ფირმა Honda-მ, რომელიც წელიწადში 27 მილიონ ცალ ძრავას აწარმოებს, განაცხადა, რომ თურქეთში მოტოციკლეტების მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ხსენებული ფირმის თურქეთის ფილიალის ხელმძღვანელმა ჰიდეტო იამასაკიმ აღნიშნა, რომ სრული ნდობა აქვთ თურქეთის მიმართ და ამიტომ არ ერიდებიან კაპიტალის დაბანდებას თურქეთის ეკონომიკაში

ჰურრიეთი იტყობინება, რომ ამერიკის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ცენტრმა  NASA-მ, თავის სოციალურ ქსელებში, Twitter-ში და Instagram-ში სტამბოლის კოსმოსიდან გადაღებული ფოტოსურათები  გამოაქვეყნა. ეს ფოტოსურათები ნასას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ამერიკელმა ასტრონავტმა ჯერ უილიანსმა გამოუგზავნა და იგი ბოსფორის სრუტის ფოტოსურათის ქვეშ ასეთ წარწერას აკეთებს: “მოგზაურობა ბოსფორის სრუტეზე. კონტინენტური საზღვარი ევროპასა და აზიას შორის“


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები