თურქული პრესა 27.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

538615
თურქული პრესა 27.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მეამბოხე მოღალატეების მიერ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის დაბომბვის გამო სახელმწიფომ გადაწყვიტა რიგი ზომების გატარება. პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაიმ კალინის განცხადებით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ერთად პრემიერის რეზიდენციის და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის სარაკეტო სისტემით დაცვა მოხდება. კალინის თქმით, ამ და სახვა საკითხზე ყველა ზომა იქნა გატარებული.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებიც 15 ივლისის ღამეს ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს გადატრიალების მცდელობის დროს თავიანთი სიცოცხლე არაფრად ჩააგდეს ქუჩაში გამოვიდნენ. სამოქალაქო გმირები ილდირმმა ჩანკაიას რეზიდენციაში მიიღო და მათთან შეხვედრაზე განაცხადა: „იმ ღამეს თურქეთი მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში შევიდა. თქვენ თქვენი სახელები ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერეთ.“ ამ გმირებიდან მეთინ დოღანი იმ ღამეს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის აღების მცდელობისას ხუნტის ტანკების წინ დაწვა, რათა მათთვის ხელი შეეშალა. ამით მან მსოფლიო ყურადღება მიიპყრო და დემოკრატიის ისტორიაში შევიდა.  

გაზეთი „ვათანი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „გიულენი გასაქცევ ადგილს ეძებს“, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ აშშ, იმ შემთხვევაში თუ ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) ლიდერს ფეტულა გიულენს თურქეთს არ გადასცემს, საკუთარი ხალხს წინაშე აშშ-ს პრობლემებს შეუქმნის. ბოზდაღმა განაცხადა: „თუ აშშ გიულენს არ გადმოგვცემს, მათ თვალში, ვისაც დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჰჯერა, აშშ-ის კუთხით რეპუტაციის დაკარგვას გამოიწვევს. ეს არის ვითარება, რომელიც აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობებს პრობლემებს შეუქმნის.“  მისივე თქმით, „გიულენი იმისთის, რომ თურქეთში არ ჩამოვიდეს, აშშ-ს ევედრება. მოდის სადაზვერვო ინფორმაციები, რომ გიულენი ავსტრიაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკაში, ეგვიპტეში და ზოგიერთ სახვა ქვეყანაში გასაქცევად მუშაობს.   

ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს თურქეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული ელემენტების მიერ განხორციელებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ საქმიანმა სამყარომ მობილიზება გამოაცხადა - წერს გაზეთი „საბაჰი“. სტატიის მიხედვით, ათასობით საქმოსნისგან შემდგარმა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭომ (DEİK), თურქეთის პალატათა და ბირჟათა გაერთიანებამ (TOBB), სტამბოლის სავაჭრო პალატამ (İTO), თურქეთის კონტრაქტორების კავშირმა და თურქეთის ექსპორტიორთა გაერთიანებამ და სხვა ორგანიზაციებმა მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხოელ კოლეგებს წერილები გაუგზავნეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ თურქეთის ეკონომიკაში რაიმე პრობლემა არ შექმნილია, წარმოება გრძელდება დ მათი შეკვეთების ჩაბარება დროულად მოხდება. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭომ მიიღო გადაწყვტილება მსოფლიოს 133 საქმიანი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს სათითაოდ შეხვდნენ, რის ფარგლებშიც საბჭო წარმომადგენლებს მომდევნო დღეებში გერმანიაში, ინგლისში, ჩინეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში გააგზავნის.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის თანამშრომლებზე 1 თვის მანძილზე ჯერ დეაშის მიერ განხორციელებულმა ტერაქტმა და შემდეგ მეამბოხეთა თავდასხმამ დიდი გავლენა მოახდინა. აეროპორტის ოპერატორის TAV-ის ხელმძღვანელობა ამ მდგომარეობის დასაძლევად და 45 ათასი თანამშრომლის მოტივაციის ასამაღლებლად მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს. ამით შეეცდებიან ტერორის მიერ შექმნილი უარყოფითი გავლენის მინიმუმამდე დაყვანას. ამ პროცეს მხარს უჭერენ შესაბამისი ორგანიზაციები.    


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები