თურქული პრესა 18.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

531683
თურქული პრესა 18.07.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს დაღუპული მოქალაქეების დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა მადლობა გამოუცხადა ხალხს პუტჩისტებისათვის საკადრისი პასუხის გაცემის გამო და ამასთან ერთად მათ მოსთხოვათ, რომ ჯერ ჯერობით მოედნები არ მიატოვონ, რადგან ჯერ კიდევ სრულიად არ დაუმარცხებიათ პუტჩისტები

“დემოკრატიის დაცვის მორიგეობა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს იენი შაფაკი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის 81 ოლქში  მოედნებზე გამოსული ხალხი ე.წ. დემოკრატიის დაცვის მორიგეობაზე დგანან, რათა თავიანთი ძალა და ხელისუფლებისადმი ერთგულება დაუმტკიცონ ერთ მუჭა, მაგრამ, კბილებამდე შეიარაღებულ პუტჩისტებს. “ჩვენ პრეზიდენტის და პრემიერის თხოვნით ვართ გამოსულნი ამ მოედნებზე და მანამდის ვიდგებით, სანამ საბოლოოდ არ დასამარდება ეს ტერ ორგანიზაცია“, ამბობენ მოედნებზე გამოსულები, წერს იენი შაფაკი

ვათანი წერს, რომ პრემიერი ილდირიმი ვიცე-პრემიერ ნუმან კურთულმუშთან ერთად თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობას-  TRT-ს ეწვია, რომელიც პუტჩისტებმა 15 ივლისის შუაღამისას აიღეს და თავიანთი დეკლარაცია სამხედრო გადატრიალების თაობაზე ძალით წააკითხეს ერთ ერთ წამყვანს. ილდირიმი შეხვდა რა თრტ-ს თანამშრომლებს, თქვა, რომ სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში გაჟონილ ფეტტუჰალებს გამოავლენენ და გაწმენდენ ქვეყანას ამ მავნე წურბელებისგან

სტარი თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მხრიდან გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებას აშუქებს, რომელშიც პირდაპირ აღნიშნულია, რომ პუტჩისტების დამარცხებაში ყველაზე უდიდესი წვლილი ქუჩებში და მოედნებზე გამოსულმა ხალხმა შეიტანა, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად იარაღი დააყრევინეს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე სამხედროებს, გაკოჭეს ისინი და პოლიციას ჩააბარეს. ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არმიაში მომსახურე ამ არალეგალურ ორგანიზაცის მთლიანად გამოავლენენ და მათ საკადრისად დასჯიან

საინტერესო ინფორმაციას აწვდის მკითხველს საბაჰი. მისი მიხედვით მსოფლიო ხელოვანებიც უარყოფითად გამოეხმაურნენ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ამსტერდამის კონცერტზე გამოსულმა ამერიკელმა ვარსკვლავმა ბიონსემ სანამ თავის საყვარელ სიმღერას  "Halo"-ს დაიწყებდა, მანამ სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ამ სიმღერას თურქეთში სამხედრო გადატრიალების შედეგად დაღუპულთა სულებს უძღვნიდა, რასაც მსმენელთა ოვაციები მოჰყვა


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები