თურქული პრესა 13.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

528302
თურქული პრესა 13.07.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ცენტრალური ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურატ ჩეთინქაიამ ამ ბანკის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია რომ, გლობალური ეკონომიკა ჯერ კიდევ ნელი ტემპით ვითარდება, როცა, მის საწინააღმდეგოდ თურქეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, რის კვალობაზე ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე გაანგარიშებით იზრდება. “ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით იზრდება მრეწველობა, რაც ზრდის დასაქმებასაც. მაგრამ, ასეთი წარმატებები ჩვენ ვერ შეგვაჩერებს და გავაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს“, აღნიშნულია ცენტრალური ბანკის დირექტორის ანგარიშში, წერს იენი შაფაკი

“ირანი ბუნებრივი გაზის ღირებულებას 10%-ით შეამცირებს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰაბერთურქში და მასში ვკითხულობთ: ანკარის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ბუნებრივი გაზის ფასის საკითხში საერთაშორისო სააპელაციო სასამართლოში გახსნილი დავა დასრულდა. იგი თურქეთმა მოიგო და მის შესაბამისად ირანი იძულებულია თურქეთისათვის მისაყიდი აირის ფასი 12-13%-ით დასწიოს. სააპელაციო სასამართლო მიღებულ განჩინებას თეირანს სექტემბერში წარუდგენს და ეს ფასი მოსახლეობისათვის მისაყიდ გაზზეც აისახება, იმედს გამოთქვამს ჰაბერთურქი

ვათანის კორესპონდენტი იტყობინება, რომ თურქი ინჟინრებისა და დიზაინერების მხრიდან დაპროექტებული სასწავლო თვითმფრინავი HÜRKUŞ-ი მოწონებულ იქნა ევროპის აერონავტიკისა და კოსმოსური სააგენტოს EASA-ს მხრიდანაც, რომელმაც ამისი შესაბამისი სერტიფიკატი უკვე გადასცა თურქულ მხარეს და ამის შემდეგ მალე დაიწყება ამ თურქული სამამულე თვითმფრინავის სერიული წარმოება

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის კურორტ ბოდრუმში ისვენებს საუდის არაბეთის უფლისწული და მსოფლიოს ერთ ერთი უმდიდრესი ადამიანი ნავაფ ელ სუუდი თავის ოჯახთან ერთად. მან 1 მილიონ ევროდ დაიქირავა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული იახტა “Solandge“, რომლითაც ისინი ბოდრუმის მახლობელ მყუდრო და ულამაზეს სანაპიროებზეც დასეირნობენ. საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრების მიმართ დიდი დაინტერესება გამოიჩინეს ადგილობრივმა მოსახლეობამ და უცხოელმა ტურისტებმა, რის გამოც უსაფრთხოების ზომები გაზარდეს, ხაზს უსვამს ჰურრიეთი

საინტერესო სტატიას სთავაზობს მკითხველს სტარი, რომლის მიხედვითაც პენსიაში გასული ინგლისის მოქალაქე ჯერალდინე ანნა მაკგავანი თურქეთის საკურორტო ქალაქ დიდიმში დამკვიდრდა. მას ბარძაყის ძვალზე ინფექცია შეეყარა, რის გამოც ვეღარ შესძლო სიარული და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მან უარი თქვა ინგლისში წასვლაზე და მკურნალობაზე რა, იზმირის ერთ ერთი კერძო საავადმყოფო აირჩია დასაწოლად. “მე ძალიან ვენდობი თურქ ქირურგებს და ვიცი, რომ ოპერაციით გამომაჯანსაღებენ“, განაცხადა მან ოპერაციის დაწყებამდე. მართლაც და ინგლისელმა მოქალაქემ თურქი ქირურგების   მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ მარტოდ მარტო სიარული დაიწყო, როცა ინგლისში ჩატარებული 2 ოპერაციის შემდეგ მხოლოდ მეუღლის დახმარებით დადიოდა   



მსგავსი ინფორმაციები