თურქული პრესა 12.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

527607
თურქული პრესა  12.07.2016

მიმოხილვას გაზეთ „სტარი“-თ ვიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: ევროკავშირმა  თურქეთისადმი უვიზო მიმოსვლის შემოღებისათვის ანკარას ტერორის განმარტებაში  ცვლილებების შეტანამ მოსთხოვა. თურქეთმა კი ევროკავშირის წინააღმდეგ თავისი მტკიცე პოზიცია დაიჭირა და კავშირს უკან დაახევინა რა, ევროკავშირის თურქეთს ტერორის განმარტებაში ცვლილების შეტანას აღარ თხოვს. ამის შესახებ  განცხადება ევროკომისიის შიდა საქმეებში პასუხისმგებელმა წევრმა დიმიტრის ავრამოპულოსმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთის ამ საკითხთან დაკავშირებით დაჟინებას ისინი გაგებით ხვდებიან.

გაზეთ „ვათან“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია  სახელწოდებით „რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება 10 მილიარდ დოლარის შემოსავალს მოიტანს“ და მასში ვკითხულობთ: რუსეთ თურქეთს შორის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ურთიერთობის დარეგულირებამ  ქვეყნის ეკონომიკას ახალი იმედები შეჰმატა. ორი ქვეყნის ურთიერთობის დარეგულირება ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა სფეროების ახლიდან  გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს რაც თურქეთის ეკონომიკას 10 მილიარდ დოლარის შემოსავალს მოუტანს.

გაზეთი „საბაჰი“ წერს, რომ  ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განხორციელებული ადამიანური ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა. 1995 წელს სრებრენიცაში 8 ათასზე მეტი ბოსნიელი მუსლიმანი იქნა მოკლული. გუშინ საერთო სასაფლაოებიდან ვინაობა დადგენილი 127 ცხედარი კიდევ გადაასვენეს სამუდამო სასუფეველში. გუშინ ასევე სრებრენიცაში გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი ცერემონიალიც გაიმართა, რომელსაც თურქეთიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ესწრებოდა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ  სტამბოლის კონგრეს ცენტრში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 შეკრება გრძელდება. შეხვედრის მეორე დღეს „სტამბოლის დეკლარაცია“ გამოქვეყნდა, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან დროის დაკარგვის გარეშე ეკონომიკური მხარდაჭერის გაზრდის მოთხოვნას ითვალისწინებს. თურქეთმა კი იუნესკოს მხარდამჭერი ეკონომიკური პაკეტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ნაბი ავჯიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთი მომავალი წლიდან ეკონომიკურ მხარდაჭერას 1%-დან 2%-მდე გაზრდის.  

გაზეთ „ჰურრიეთი“-ს მიხედვით  ინგლისი, 26 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ქალი პრემიერ მინისტრისგან მართვისათვის ემზადება. პრემიერმინისტრ დევიდ კემერონის გადადგომის შემდეგ კონსერვატორული პარტიის ახალი გენერალური მდივანი   ტერეზა მეი  მეორე ქალი პრემიერმინისტრი გახდება. მანამდე კი ამ თანამდებობაზე პირველი ქალი პრემიერმინისტრი მარგარეტ ტეტჩერი გახლდათ, რომელიც 1979-1990 წლებში იკავებდა ამ თანამდებობას.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები