თურქული პრესა 11.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

526932
თურქული პრესა 11.07.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთი ყოველწლიურად ზრდის სამხედრო მრეწველობას, რის გამოც მისი დამოკიდებულება იარაღის იმპორტზე უცხოეთის ქვეყნებიდან სულ უფრო და უფრო მცირდება. თურქეთის თავდაცვისა და საჰაერო მრეწველობის საზოგადოების ანგარიშით, მარტო 2015 წელს უცხოური იარაღის იმპორტი უცხოეთიდან 21%-ით შემცირდა, ხოლო მის საპასუხოდ ექსპორტი იზრდება და გასულ წელს უცხოეთში გაყიდულ იქნა 1,67 მილიარდი დოლარის ღირებულების თურქული წარმოების სამხედრო იარაღი

“პკკ-აში დიდი პანიკა დაიწყო“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს იენი შაფაკი და მასში ვკითხულობთ: თურქმა ჯარისკაცებმა წარმატებული ოპერაციებით სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიის ქალაქების განთავისუფლება შესძლეს ქურთი ტერორისტებისგან და ეს უკანასკნელები უკვე დიდმა პანიკამ მოიცვა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიანეთში თავშეფარებულ პკკ-ას სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებზეც და ისინი წარუმატებლობას ერთმანეთს აბრალებენ რა, ფაქტიურად ურთიერთს დაერივნენ

სტარი ერდოღანის ამერიკაში მიმდინარე ძალადობების მიმართ გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში ამერიკაში პოლიციელების, ტერორისტების და ინდივიდუალური თავდასხმების შედეგად 560 კაცი დაიღუპა, რაც კარგის მანიშნებელი არ არის. “ამერიკელი პოლიციელები ეჭვმიტანილს მიწაზე აწვენენ და ხელბორკილებს ადებენ, ხოლო როცა მას პირადობის მოწმობას სთხოვენ, სანამ იგი აჩვენებდეს, მანამდის უკვე ადგილზევე ცხრილავენ ეჭვმიტანილს. ასეთი რამ ჩვენთან რომ მოხდეს, მთელი დასავლეთი სამყარო აყვირდება, თურქი პოლიციელები გადამეტებულ ძალას იყენებენო“, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა, აღნიშნავს სტარი

ვათანი იტყობინება, რომ რამაზან ბაირამობის დღეებში 9 დღიანი დასვენების გამოცხადებამ ტურისტული სექტორი გამოაცოცხლა და ადგილობრივი დამსვენებლებით გაივსო არა მხოლოდ ხმელთაშუაზღვისპირეთის კურორტები, არამედ სტამბოლის მახლობელი დასასვენებელი ადგილებიც. ასე მაგალითად, მარმარილოს ზღვაში მდებარე პატარა და ულამაზესი კუნძული ავშა პირველად გადაივსო დამსვენებლებით და მის სასტუმროებში, პანსიონატებში და პლიაჟებზე ტევა არ იყო, ხაზს უსვამს ვათანი და ამატებს, რომ ასეთი მდგომარეობა კუნძულზე გვიან შემოდგომამდის გაგრძელდება  

ჰურრიეთი სპორტულ გვერდზე წერს, რომ ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი მსუბუქ ათლეტიზმში და თურქმა სპორტსმენებმა 4 ოქროს, 5 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს რა, გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავეს. ეს არის მსუბუქ ათლეტიზმში თურქი ათლეტების მხრიდან მოპოვებული ყველაზე დიდი წარმატება, ხაზა უსვამს ჰურრიეთი


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები