თურქული პრესა 01.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

522216
თურქული პრესა 01.07.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის როტაციულმა თავჯდომარემ, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერტ კონდერსმა განაცხადა, რომ ანტიტერორისტულ ბრძოლაში თურქი ხალხის გვერდით დგანან და სოლიდარობას უცხადებენ მათ. “სტამბოლის მსგავსი ტერაქტების მოწმენი გავხდით ბრიუსელში და პარიზში, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. როგორც ეს ტერაქტები დავგმეთ და გავაკრიტიკეთ, ზუსტად ასევე ვგმობთ სტამბოლის ტერაქტსაც. ასეთი თავდასხმებით ტერორისტებს სურთ მშვიდობიანი ხალხის დაშინება და მთავრობებისათვის თავიანთი პოლიტიკური ინტერესების ძალით თავს მოხვევა“, განაცხადა ჰოლანდიელმა დიპლომატა, წერს ვათანი  

ჰაბერთურქის ცნობით სტამბოლის ტერაქტის შემდეგ თურქეთის მთავრობა აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებსა და ავტოსადგურებში უსაფრთხოების ახალ პროექტებს განახორციელებს. პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის თქმით ამიერიდან ხსენებულ ხალხმრავალ ადგილებში სპეცნაწილები იმორიგევვებენ, ხოლო აეროპორტებში კი, როგორც ეს უკვე ბრიუსელის აეროპორტში ხდება, მგზავრებისთვის და ავტომანქანებისთვის სპეციალური უსაფრთხოების ადგილები გამოიყოფა, სადაც დეტალური გაჩხრეკა იწარმოებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვებიან აეროპორტებში  

საბაჰი ინტერვიუს აქვეყნებს ევროკავშირის ექსპრეზიდენტ რომანო პროდის ეკონომიკურ მრჩეველთან, ბრიუსელის უნივერისტეტის პროფესორ ანდრე საფირთან, რომელიც შეფასებას აძლევს რა თურქეთის ეკონომიკას, ამბობს, რომ საშუალო ვადაში იგი წარმატებულად ვითარდება. “ანკარამ დრო და დრო კარგ წარმატებებსაც მიაღწია ეკონომიკურ განვითარებაში და ჩავარდნებსაც, მაგრამ, რაც მთავარია ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ეკონომიკურ სფეროში, რამაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანის ეკონომიკა კარგად განავითარა, იგი სანდო და მიმზიდველი გახადა უცხოელი ინვესტორებისთვისაც და ამიტომ წლითიწლობით იზრდება უცხოელ ინვესტორთა კაპიტალდაბანდებები“, ხაზგასმით აღნიშნა ევროპელმა ეკონომისტმა, აღნიშნავს საბაჰი

“TİKA-დან დახმარებები ავღანელებს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას იენი შაფაკში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA-მ, რამაზანობის წინა დღეებში არ დაივიწყა ავღანელი ღარიბ-ღატაკები ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მეზარი შერიფში მათ ე.წ. რამაზანის პაკეტები დაურიგათ, რომელშიც ფქვილი, ბრინჯი, კარაქი, მზესუმზირის ზეთი, პამიდვრის პასტა, მაკარონი, მუხუდო და სხვა კვების პროდუქტებია.  გარდა ამისა ეს თურქული სააგენტო ამავე ქალაქში ყოველდღიურად 100-მდე ოჯახს იფთარით, ე.ი. სამარხვო ვახშამით უმასპინძლდება, წერს იენი შაფაკი 

სტარის კულტურის გვერდზე წერია, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კინოაკადემია ოსკარს, რომელსაც ბრალი ედება ჟიურის წევრებს შორის შავკანიან კანდიდატთა დისკრიმინაცია, ამ ბრალდების გაბათილებისათვის ჟიურის წევრების ახალ კანდიდატთა კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 59 ქვეყნიდან 683 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. მათ შორის ცნობილი თურქი რეჟისორის ნური ბილგე ჯეილანის გარდა კიდევ სამი თურქი რეჟისორია, წერს სტარი და ამატებს, რომ კანდიდატთა 46% ქალები და 41% კი კაცები არიან


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები