თურქული პრესა 30.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

521578
თურქული პრესა 30.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თვითმფრინავის კრიზისის შემდეგ პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა, რასაც ორ ლიდერს შორი სატელეფონო საუბარიც მოჰყვა. პუტინმა აღნიშნული საუბრის გამო კმაყოფილება გამოთქვა და დაამატა, რომ არსებული ვითარება ორივე ქვეყნისათვის სასარგებლო არ არის და ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყონ. ერდოღანი და პუტინი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების და პირისპირ შეხვედრის საკითხზე შეთანხმდნენ. ლიდერების შეხვედრა 4-5 სექტემბერს ჩინეთში გასამართი 2016 წლის G20-ის ხანჯოუს სამიტამდე გაიმართება.  

ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის დაწყების შემდეგ გემმა „ლეიდი ლეილამ“, რომელმაც ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა წაიღოს, ღუზა მერსინის პორტში ჩაუშვა - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. გემი ხვალ შუადღით დაიძვრება ღაზისკენ და იგი რამაზანის ბაირამისათვის 500 ტონა მზესუმზირის ზეთს, 20 ათას წყვილ ფეხსაცმელს მთლიანობაში კი 120 ათას ცალ სამოსს ჩაიტანს.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ მსოფლიოს ცნობილმა პიროვნებებმა მწვავე რეაქცია გამოხატეს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. მადონამ სოციალური ქსელების მეშვეობით ტერორი დაგმო და განაცხადა, რომ სტამბოლისა და თურქეთისათვის ილოცონ. ცნობილმა ინგლისელმა მანეკენმა ნაომი კემპბელმა ყვავილის ფორმის თურქეთის დროშა გაავრცელა წარწერით „ჩემი ლოცვა სტამბოლთან დ თურქეთთან ერთადაა“. სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო თურქეთსა და თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს ენრიკე იგლესიასმა, პარის ჰილტონმა,  შერმა, ტიმ კუკმა, რიტიკ როშანმა, არჯიმა კაპურმა, მაჰირა ხანმა, პინკმა, ლიენ რაიმსმა, ჯერედ ლეტომ და ელაიჯა ვუდმა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, თურქეთი ბირთვული ენერგიისა და ტექნოლოგიის სფეროში ნახტომის ჩინეთთან თანამშრომლობის დამყარებით კიდევ უფრო გასაძლიერებლად ემზადება. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა და ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული სამსხურის დირექტორმა ნურ ბეკრი ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ბირთვული ტექნოლოგიებისა და ბირთვული თანამშრომლობის ურთიერთ გაფართოებას მოიცვას.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „აიშე კულინი იტალიაში დააჯილდოვეს“, რომლის თანახმადაც, პრესტიჟული იტალიური პრემია „პრემიო რომა“ საუკეთესო უცხოური რომანისათვის თურქ მწერალს აიშე კულინს მიანიჭეს „სტმბოლისაკენ ბოლო მატარებლის“ (ორიგინალური სახელი Nefes Nefese)სახელწოდებით გამოცემული რომანისთვის. მწერალს ჯილდო რომში გამართული ცერემონიაზე  გადასცეს და დაჯილდოების კომიტეტის მიერ მიწვეული აიშე კულინი იტალიაში მკითხველებს შეხვდება. დღემდე ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, ესპანურად, პორტუგალიურად მთლიანობაში 34 ქვეყანაში გამოცემული რომანი აშშ-ში 200 ათასზე მეტი ტირაჟით გამოიცა და გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები