თურქული პრესა 28.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

519741
თურქული პრესა  28.06.2016

მიმოხილვას გაზეთ „ვათანი“-თ დავიწყებთ, რომელშიც  ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „პირველი გემი პარასკევს გაიგზავნება“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთი და ისრაელი ექვსი წლის შემდეგ შერიგდნენ, რის საფუძველზეც  თურქეთიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული გემი პარასკევს გაემგზავრება. ამ დღეს ქალაქ მერსინის პორტიდან თურქეთის კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების სამმართველო AFAD-ის ეგიდით იგზავნება და იგი  10 ათას ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანს ღაზელებისათვის.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ  თურქეთ-ისრაელს შორის ურთიერთობის დარეგულირება ორი ქვეყნის ენერგეტიკის, თავდაცვის და სამშენებლო სფეროში ახალი ეტაპის დაწყებას შეუწყობს ხელს. ამის ფარგლებში შესაძლებელია, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მოპოვებული ბუნებრივი აირი თურქეთის გავლით ევროპის ბაზარზე იქნას გატანილი. ორი ქვეყნის ურთიერთობის დარეგულირების შემდეგ სამშენებლო სექტორში თურქულ ფირმებს ისრაელში ინვესტიციების განხორციელების საშუალება მიეცემათ. ეს გადადგმული ნაბიჯი ორივე ქვეყნის ტურიზმზეც დადებითად აისახება.

გაზეთი „იენი შაფაქი“ წერს, რომ ყოველწლიურად გამოქვეყნებული ჰუმანიტარული საქველმოქმედო რუკა მიმდინარე წელსაც თურქეთის განვითარების ინიციატივამ „გლობალური ჰუმანიტარული ანგარიში“-ს სახელით გამოქვეყნა.  ანგარიშის მიხედვით თურქეთმა 2015 წელს ეროვნული შემოსავლის 0,37% ქველმოქმედებისთვის გაიღო რა, მსოფლიოს ყველაზე გულუხვი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა.  

გაზეთი „ჰურრიეთი“ იტყობინება, რომ  გლობალური ტელეკომის ბიზნეს ჟურნალმა 2016 წლის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი 50 ქალის სია გამოაქვეყნა. ამ სიაში   თურქი სატელეფონო ქსელ  Turkcell-ის  სტრატეგიული დირექტორი  აიშემ ერთოფუზიც მოხვდა. იგი ახალი ბიზნეს მოდელების, ლიდერობის და ცვლილებების  მართვის წარმატებული სპეციალისტია.

გაზეთ „ჰაბერთურქში“ ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „თურქ ქირურგს ევროპიდან ჯილდო“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მეტაბოლური  ქირურგიის ფონდის პრეზიდენტს, დოცენტ დოქტორ ალფერ ჩელიქს დიაბეტის დაავადების ქირურგიული მეთოდით წარმატებული მკურნალობისათვის ევროპის ენდოკრინოლოგიის კონგრესის მხრიდან „ახალგაზრდა მეცნიერი“-ს ჯილდო გადაეცა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები