თურქული პრესა 23.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

516643
თურქული პრესა 23.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლისათვის გატარებული ზომების გამო აჟიოტაჟის მომწყობი დასავლეთი საფრანგეთის ქმედებებზე დუმს. პარიზში პროფკავშირების მიერ გასამართი დიდი მსვლელობა მთავრობამ ჯერ აკრძალა, შემდეგ კი შეზღუდა. მსვლელობებისა და აქციების კანონის შემზღუდავი ეს ფაქტი დასავლეთმა, მისმა მედიამ, საფრანგეთის პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობების მსგავსად ისევ არ დაინახა. საფრანგეთის მთავრობის მიერ დემონსტრაციების აკრძალვა BBC-მ მთავარ გვერდზე არ გააშუქა. გაზეთმა Guardian-მა ინტერნეტ გვერდზე მხოლოდ მოკლე ტექსტი გამოაქვეყნა. CNN-მა კი პარიზის შესახებ ტურისტული ინფორმაციების გაშუქება გააგრძელა. ბელგიურმა Dernier Heure-მა ინფორმაცია მთავარ გვერდზე გამოსაქვეყნებლად შესაფერისად არ მიიჩნია.   

გაზეთი „სტარი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „PYD-ს მარცხი“, რომლის მიხედვითაც აშშ-ს თაოსნობით რუსეთისა და ნატოს ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო დახმარების მიმღები ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD-მ რაკკასა და მენბიჩის ოპერაციებში დამარცხება დაიწყო. PYD-ს პროექტმა სამხედრო და დემოკრატიული ფიასკოთი დასრულება და დაშლის პროცესი დაიწყო. ჩრდილოეთ სირიაში PYD-ს მხარეზე მებრძოლი ქურთები ორგანიზაციის სისასტიკის წინააღმდეგ მოქმედებაზე გადავიდნენ. ორგანიზაციის ნამდვილი სახის დანახვის შემდეგ ქურთებმა ჯგუფურად ჩრდილოეთ ერაყში ბარზანის მმართველობისათვის თავის შეფარება ან სხვა რეგიონებში გაქცევა დაიწყეს.

გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს თანახმად, თურქეთსა და ისრაელს შორის 26 ივნისს ურთიერთობების ნორმალიზებისათვის გასამართი მოლაპარაკებების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ღაზისათვის ელექტრო ენერგიის, წყლის, ინფრასტრუქტურის კრიტიკული პროექტების ამოქმედება. თურქეთი, უმეტეს წილად მეჩეთების აღდგენის 11 პროექტით ღაზაში სამუშაოებს აგრძელებს. ისრაელმა ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ გემ „მავი მარმარაზე“ საერთაშორისო წყლებში თავდასხმის და 9 აქტივისტის მკვლელობის შემდეგ თურქეთს ბოდიში მოუხადა და კომპენსაციის გადახდას დათანხმდა. თურქეთმა ამასთანავე ისრაელს ღაზაზე დაწესებული ემბარგოს შემსუბუქების პირობა წაუყენა.     

„იენი შაფაკი“ იტყობინება, რომ Türksat-ი გასულ წელში კოსმოსში გაშვებულ Türksat 4B-ს მეშვეობით Türksat Net-ის მარკით ინტერნეტ მომსახურებას იწყებს. ამის მეშვეობით კი იმ ადგილებში, სადაც სახმელეთო ინფრასტრუქტურა ვერ აღწევს, მაღალი სისწრაფის ეკონომიკური ინტერნეტ მომსახურება დაიწყება.   

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, „სადღესასწაულო ვაჭრობა“ სტამბოლში მდებარე CNR EXPO იეშილქოიში დაიწყო. ღონისძიებაზე, რომელიც 16 ივლისამდე გაგრძელდება, იფთარის შემდეგაც იქნება შესაძლებელი ვაჭრობა. „სადღესასწაულო ვაჭრობაზე“ ტანსაცმლიდან დაწყებული კოსმეტიკით და ტკბილეულობით დამთვარებული ყველა სახის ხარისხიანი პროდუქცია გაიყიდება. ამ ღონისძიებაში 200-ზე მეტი ფირმა მიიღებს მონაწილეობას და მას, სავარაუდოდ, 1 მილიონი ადამიანი ეწვევა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები