თურქული პრესა 09.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

507386
თურქული პრესა 09.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთსა და ევროკავშირს შორის მასშტაბური საავიაციო შეთანხმებისათვის მოლაპარაკებები იწყება. თურქეთთან ევროკავშირის მიერ შეთანხმების გაფორმების სურვილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ თურქეთის ავიაციის სექტორში მთავრი რეგიონალური მოთამაშეობა და ევროპის ყველაზე დინამიური, ყველაზე სტრატეგიული და ყველაზე სწრაფად ზრდადი საავიაციო ბაზრის ქონა. შეთანხმების მიღწევის შემდეგ მთლიანად საავიაციო სექტორში ახალი დასაქმების შესაძლებლობები  გაჩნდება, ახალი ხაზები გაიხსნება და მგზავრებს უკეთეს ფასებს შესთავაზებენ.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, გერმანიის ფედერალური პარლამენტის მიერ ე. წ. სომხურ ბრალდებებთან დაკავშირებული კანონპროეტის მიღების შემდეგ თურქეთსა და გერმანიას შორის სავაჭრო ურთიერთობის საკითხზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება. მომდევნო დღეებში თურქეთის ეკონომიკის ბიუროკრატები თურქეთში არსებული გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან და განუცხადებენ, რომ თურქეთს მხარ დაუჭირონ და უფრო პროაქტიურად იმოქმედონ. მხარეების ეკონომიკური მოთამაშები ერთმანეთს შეხვდებიან და კონსულტაციებს გამართავენ. თურქეთში არსებულმა გერმანულმა კომპანიებმა სომხური ბრალდებების საკითხზე ღიად გამოხატეს, რომ თურქეთის გვერდით არიან.

თურქეთმა ნამიბიის დახმარება გაზარდა, სადაც გერმანიამ 1900-იანი წლების დასაწყისში დიდი მასიური მკვლელობები ჩაიდინა - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ნამიბიაში „სანის ხალხისათვის“ სოფლების აღორძინების პროგრამა დაიწყო. ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. სანებისათვის სურსათის, ტანსაცმელისა და სხვა საჭირო ნივთების მისაწოდებლად ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 400 კილომეტრი გაიარეს.  

გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს თანახმად, ვიცეპრემიერმა მეჰმედ შიმშექმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით გლობალური დავალიანება ძალიან მაღალია და მსოფლიოში პროდუქტიულობის დაცემის ტენდენცია არსებობს. მისივე თქმით, მსოფლიოში ზოგიერთ რეგიონში რადიკალურად მემარჯვენეები ზოგან კი რადიკალურად მემარცხენეები ძლიერდებიან, რეფორმებზე საუბრობენ, მაგრამ არ ახორციელებენ. ვიცეპრემიერის თქმით, თურქეთის დავალიანების მაჩვენებელი დაბალია და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესამცირებლად მუშაობას კიდევ უფრო დააჩქარებენ.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ თურქულმა ტელეკომმა „დღის სინათლის“ პროექტის ფარგლებში ამ სფეროში მსოფლიოში პირველი თამაში შექმნა, რითაც მხედველობა დაქვეითებულთა განათლებაში ახალი ეტაპი დაიწყო. თამაში ბავშვების ფუნქციონალური ხედვის გაზრდისა და ხელებისა და თვალის კოორდინაციის გასაუმჯობესებლად შეიქმნა. თამაში „დღის სინათლე“ სამი სხვადასხვა თამაშისგან შედგება, რომელთაგანაც თითოეული 20 ეტაპიანია. თამაშს თურქული და ინგლისური ვარიანტები გააჩნია და იგი მსოფლიოს ოთხივე კუთხეში მცხოვრები ბავშვების მეირ გამოსაყენებლადაა შექმნილი.   

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები