თურქული პრესა 03.06.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

503331
თურქული პრესა  03.06.2016

მიმოხილვას გაზეთ „ვათან“-ით დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: გერმანიის მხრიდან ეგრეთ წოდებული სომეხთა გენოციდის მხარდაჭერას თურქეთის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა და იგი „ისტორიულ შეცდომად და სასირცხვილო გადაწყვეტილებად“ შეფასდა. თურქეთის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და გადაწყვეტილება ისტორიულ შეცდომად შეაფასა რა, აღნიშნა, რომ  გერმანიის გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ  თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე მარდინის ოლქის ქალაქ ნუსაიბინის 97%-ზე მეტი თურქმა სამართალდამცველებმა კონტროლზე აიყვანეს. ასე რომ, პკკ-ს ტერორისტები, რომლებმაც სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები და  მეჩეთები  მთლიანად გაანადგურეს, უკვე ლიკვიდირებული არიან. ის ტერორისტები, რომლებიც ამერიკულ და რუსულ იარაღს  პკკ-ელებს აწვდიან,  ან კვდებიან, ან კიდევ სამართალდამცველებს ბარდებიან.

გაზეთი „იენი შაფაქი“ იტყობინება, რომ  თურქეთის თავდაცვის სისტემა აქამდე თუ 15 ფირმით  უზრუნველყოფდა დიზაინს, პროგრამულ უზრუნველყოფას, წარმოებას და ლოგისტიკას, ახლა მათ კიდევ სამი ფირმა დაემატებათ. თავდაცვის სამინისტრო ამჟამად  ს/ს თავდაცვის ტექნოლოგიების მრეწველობას აყალიბებს, რომელიც თურქეთის  თავდაცვის სისტემას უახლესი ტექნოლოგიით უზრუნველყოფს.

გაზეთ „ჰაბერ თურქი’’-ს მიხედვით  გერმანიაში მოღვაწე წარმოშობით თურქმა პროფესორმა უღურ შაჰინმა სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა წარმატებით დაასრულა. შაჰინი ამ სამუშაოების გამო გერმანიის განათლების, მეცნიერების და კვლევის მინისტრმა ანეტა შავანმა დააჯილდოვა.  შაჰინის მირ მომზადებულ ვაქცინას „ტროას ცხენი“ ეწოდა და იგი უკვე სამ პაციენტზე გამოსცადეს რა, დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. შაჰინმა განაცხადა, რომ ამ ვაქცინის მეშვეობით სიმსივნის განკურნვა უკვე შესაძლებელი გახდება.   

გაზეთ „საბაჰ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ევროპა ორ თურქ ვარსკვლავზე ლაპარაკობს“ და მასში ვკითხულობთ: ინგლისის ერთ-ერთმა ძლიერმა კლუბმა, მანჩესტერ სიტიმ, ახალი სეზონისთვის გერმანიის კლუბ დორტმუნდიდან წარმოშობით თურქი ფეხბურთელის ილქაი გუნდოღანის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. იტალიის კლუბმა ინტერმა კი ფენერბახჩედან   ჯანერ ერქინის ტრანსფერი გააკეთა.   

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები